13:29 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-18 15:23:51, 498 ნახვა

საზოგადოება
ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით ბათუმში საინფორმაციო კამპანია დაიწყო

ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით,   ბათუმში  საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რომელიც იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში ხორციელდება. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან აცნობეს, პროექტის მიზანია, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ მათი ინფორმირება და რისკების თავიდან აცილების საშუალებების გაცნობა.

პირველი საინფორმაციო შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციის ოფისში გაიმართა და მას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები დაესწრნენ. სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად განიხილეს  ქვეყნები, სადაც ყველაზე აქტუალურია ტრეფიკინგის თემა და მისი გამომწვევი მიზეზები. ასევე, სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოში მოქმედი საკონონმდებლო ბაზისა და სამოქმედო გეგმის  შესახებ.

პროექტს - „ჩვენ ვუთხარით არა ტრეფიკინგს“  „სამოქალაქო ინიციატივების ახალგაზრდული ცენტრი მომავალი“ ახორციელებს. ტრეფიკინგის პრევენციისათვის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სხვადასხვა სახის საინფორმაციო ღონისძიება ჩატარდება. შეხვედრებზე მსმენელებს განუმარტავენ, როგორ დაიცვან თავი, რათა არ იქცნენ ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლად; აუხსნიან იმასაც, თუ როგორ ებრძვის სახელმწიფო ტრეფიკინგს, რა სანქციებია გათვალისწინებული დამნაშავისათვის და რა დახმარებას სთავაზობს სახელმწიფო დანაშაულის მსხვერპლსა და დაზარალებულს. ამასთან, გათვალისწინებულია ადგილობრივი მედიისათვის საინფორმაციო შეხვედრებისა და ტრენინგების ჩატარება.  დარიგდება საინფორმაციო ბროშურები. პროექტი 16 ოქტომბერს დასრულდება.

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ადმინისტრირებას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. საზოგადოების ინფორმირება ტრეფიკინგის დანაშაულის შესახებ მეტად მნიშვნელოვანია მისი პრევენციისათვის. ხშირად ინფორმაციის არქონაა მიზეზი იმისა, რომ პირი ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის მსხვერპლი ხდება.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics