|
2020-10-07 23:44:25, 402 ნახვა
პოლიტიკა
ალექსანდრე მოწერელია - „ქართული ოცნებაა“ ის გუნდი, რომლის ყოველდღიური საზრუნავი მოსახლეობის უკეთესი მომავალია
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურია და ზუმის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა. „დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ორ განსაკუთრებულად ლამაზ სოფელში, მუხურსა და ზუმში ვიმყოფებოდი. ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად ვიმსჯელეთ სოფლისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ამ სოფლებში შეძლო წლების განმავლობაში არსებული პრობლემების მოგვარება: ზუმიდან სოფელ მიქავას მიმართულებით ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო.მუხურში, ტობავარჩხილის ტბის მიმართულებით მიმდინარეობს 10 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. ეს პროექტი ტურიზმის განვითარებასთან ერთად ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ეკონომიკურად კიდევ უფრო გაძლიერებას. ასევე, სოფლის ცენტრსა და ქოყოს უბანში, მიმდინარეობს, მაღალი კლასის ევროპული სტილის სასტუმროების მშენებლობა. რეაბილიტირდა სოფელში არსებული 2 საბავშვო ბაღი. გამოწვევების მიუხედავად, ჩვენს გუნდს აქვს შესაბამისი გამოცდილება ამ საჭიროებების ყველაზე სწრაფად და ეფექტიანად დაძლევის. სწორედ „ქართული ოცნებაა" ის გუნდი, რომლის ყოველდღიური საზრუნავი მოსახლეობის უკეთესი მომავალია", - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)