11:42 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-07 23:41:50, 408 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანმა სოფელ დარჩელსა და ორულუში ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო

,,ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. დღეს ირაკლი ჩიქოვანი დარჩელისა და ორულუს ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა.

,,დღეს დარჩელისა და ორულუს ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შევხვდით. დარჩელი ერთ-ერთი დიდი სოფელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რომელიც მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამ სოფელში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა - მოწესრიგდა გზები, გარე განათება, მოეწყო სპორტული მოედნები, მოსაცდელები, წყალმომარაგების სისტემები, სოფელში განხორციელდა სოფლის სრული რეაბილიტაცია.

სოფლის ცენტრში ძალიან ლამაზი დასასვენებელი პარკია, სადაც პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მემორიალია განთავსებული და ეს ადგილი ყველა თაობის დარჩელელისთვის  სასიამოვნო სივრცეს წარმოადგენს. სწორედ ამ პარკში გავმართეთ დღეს ადგილობრივებთან შეხვედრა"-აღნიშნა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

დღესვე ირაკლი ჩიქოვანი ორულუში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო და სოფელში არსებული საჭიროებები მოისმინა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შედეგად ფერმერებს წელს თხილის უხვი მოსავალი აქვთ, რაც სახელმწიფოს სწორი მუშაობის შედეგია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics