13:23 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-07 23:12:55, 678 ნახვა

კომენტარი
საპატრიარქო - ხშირად მოვუწოდებდით სახელმწიფო სტრუქტურებს, თუმცა კომისიამ რუკის ასლები არაავთენტიკურობის ნიშნით დაიწუნა

„ხშირად მოვუწოდებდით სახელმწიფო სტრუქტურებს, თუმცა კომისიამ რუკის ასლები არაავთენტიკურობის ნიშნით დაიწუნა“ , - ამის შესახებ საპატრიარქომ განაცხადა.

მათ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საპატრიარქო საერთაშორისო ორგანიზაციებს თხოვს დახმარებას.

„ადრეც არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ საზღვრის დადგენაზე მომუშავე ჯგუფმა საერთოდ არ იხელმძღვანელა აღნიშნული რუკით, ხოლო მისი რამდენიმე წლის წინ მოპოვებული ასლები ავთენტურად არ მიიჩნია.

შედეგად კომისიამ ხელი მოაწერა სასაზღვრო ზოლის განსაზღვრის ისეთ ოქმს, რომლის საფუძველზეც ამჟამად აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩიჩხიტურსა და უდაბნოს მონასტრის ტერიტორიას აკონტროლებენ.

აღსანიშნავია 2019 წლის ნოემბერში ბრიუსელში საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ევროკავშირსა და ნატოში შეხვედრების დროს პირადად გადასცა დავით გარეჯის პრობლემის თაობაზე ეკლესიის ხელთ არსებული ყველა მასალა ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებს და სთხოვა აღნიშნული საკითხის მოგვარებაში თანადგომა“ , - ვკითხულობთ საპატრიარქოს  განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics