18:01 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-07 22:41:31, 762 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი დაკავებულ ექსპერტებზე - სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევა, მთელი ქვეყნის გადაქცევა ერთი ახირებული ფეოდალის საკუთრებად

„სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევა, ხალხის გაღატაკება, ძარცვა, მთელი ქვეყნის გადაქცევა ერთი ახირებული ფეოდალის საკუთრებად“ , - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა.

მან ასევე მიმართა დაკავებულ ექსპერტებსაც, რომ ცოტა უნდა გაუძლონ და ქვეყანა მალე დაიწყებს წინ დიდი ტემპით მოძრაობას.

„სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევა, ხალხის გაღატაკება, ძარცვა, მთელი ქვეყნის გადაქცევა ერთი ახირებული ფეოდალის საკუთრებად - ამ ყველაფრის გადაფარვა ისეთი სისულელით, რასაც 3 წლის ბავშვიც არ დაიჯერებს.

მე მინდა ვუთხრა ბატონ ივერის: სულ ცოტა კიდევ გაძელით, ეს მარაზმი რამდენიმე კვირაში დასრულდება, საქართველო დაიწყებს წინ მოძრაობას დიდი ტემპით და ვერავინ შეძლებს, შექმნას ქაოსი და არეულობა ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ. საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება მშვიდობიანი გზით და ამას წინ ვერ დაუდგება ვერანაირი სიცრუე და მანიპულაცია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics