13:22 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-07 20:01:44, 632 ნახვა

კომენტარი
სამადაშვილი დაკავებულ ექსპერტებზე - ეს არის ძალიან დიდი რისკი და ემსახურება რუსეთის ინტერესებს

„ეს არის ძალიან დიდი რისკი და ემსახურება რუსეთის ინტერესებს“ , - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურასთან გამართულ აქციაზე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა „ექსპრესნიუს“ განუცხდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ როდესაც ტერიტორიული ომი მიმდინარეობს ორ მეზობელს შორის, აზერბაიჯანისადმი მზაგვსი პოლიტიკა ძალიან სახიფათოა.

„ეს არის ძალიან დიდი რისკი, იმიტომ, რომ ეს ამძიმებს ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით ვითარებას.

მაშინ როდესაც ორ მეზობელ ქვეყანას შორის მიმდინარეობს ომი და დამატებითი პრობლემის შექმნა და განაცხადი, რომ ჩვენმა რომელიღაცა ხელისუფლება, ამას არ აქვს მნიშნელობა რომელმა, სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოთ გადასცა ტერიტორია აზერბაიჯანს უადგილოა.

გამოდის, რომ ტერიტორიული ომის დროს აზერბაიჯანს ჩვენ ვთხოვთ დაგვიბრუნოს ტერიტორია, ეს ძალიან სახიფათო განაცხადია და რა თქმა უნდა რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

რუსეთის ინტერესია, რომ რეგიონში პრობლემები გაღრმავდეს და როდესაც, რუსეთის ინტერესები მუდმივად ემთხვევა „ქართული ოცნების“ ინტერესებსა და გადაწყვეტილებებს ყველასთვის გასაგებია რომ ამ პარტიის უკან დგას რუსეთი, ის ახორციელებს „ქართული ოცნების“ გამოყენებით საქართველოში ნებისმიერ ქმედებას.

აზერბაიჯანს ჰქონდა საკმაოდ ფრთხილი და კორექტული რეაქცია, მათ განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და ამის მომხრეები არიან.

საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობას რაც შეეხება, იმედი ვიტოვებ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიცვლება ხელისუფლება და აღვადგნეთ იმ სტრატეგიულ ურთიერთობას აზერბაიჯანთან, რომელიც მრავალი წელია გვქონდა“ , -  განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics