|
2020-10-07 19:39:00, 766 ნახვა
კომენტარი
უდუმაშვილი - ხელისუფლების მსგავს ქმედებას მოყვება აზერბაიჯანის რეაქცია, რაც მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობას გააფუჭებს
„ხელისუფლების მსგავს ქმედებას მოყვება აზერბაიჯანის რეაქცია, რაც გააფუჭებს ურთიერთობას მეზობელ ქვეყანასთან“ , - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურასთან გამართულ აქციაზე „ექსპრესნიუსს“ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა. ჩვენთან საუბრისას უდუმაშვილმა, ასევე აღნიშნა, რომ ეს არის წინასაარჩევნო ქმედებები და დროულად უნდა დასრულდეს. „იმ ფონზე როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება დაძაბული არის, მზაგვსი ქემდებები უერყოფითად იმოქმედებს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე. ხელისუფლების ამ ქმედება მოყვება აზერბაიჯანის რეაქციაც და ის შანსი, რომლითაც ამ დრომდე მეზობელთან ვინარჩუნებდით ურთიერთობას, მალევე დაიკარგება. ხელისუფლებამ დროულად უნდა გაათავისუფლოს ექსპერტები და შეინარჩუნოს ურთიერთობა აზერბაიჯანთან. ეს არის წინა საარჩევნო ქმედებები, მაშინ, როდესაც ეს თემა აქტუალური იყო სახელმწიფო უწყებებისგან რეაგირება არ დაფიქსირებულა“ , - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)