16:30 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-06 11:47:12, 928 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი პეტერ სატანოს განცხადებაზე - ამ ვითარების დრამატიზირებას არ მოვახდენდი, საქართველოს სასამართლოსადმი ნდობის ფაქტორი მაღალია

ჩვენი სასამართლოს მიმართ ნდობის ფაქტორი მაღალია, თუმცა გარკვეული ნიუანსები ვენეციის კომისიასთანაა განსახილველი, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადებას.

მისი თქმით, საქართველოს სასამართლოს ბევრ ევროპულ ქვეყანაზე მაღალი რეიტინგი აქვს.

„ამ ვითარების დრამატიზირებას არ მოვახდენდი. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სასამართლო ბევრ დემოკრატიულ ევროპულ სახელმწიფოზე მაღალ მაჩვენებელს უჩვენებს, როდესაც რეიტინგები ქვეყნდება. ეს არის ჩვენთვის მთავარი. თუ იქ რაღაც საკითხები მოსაგვარებელია, ალბათ, ვენეციის კომისიასთან მეტი კონსულტაცია გვექნება. სასამართლოს მიმართ ნდობის ფაქტორი მაღალია და ჩვენს სასამართლოსაც საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს. გარკვეული სამართლებრივი ნიუანსებია, რასაც ალბათ, განმარტავენ ჩვენი შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენლები. არის რაღაც გარკვეული ნიუანსები, რომელიც განსახილველია დამატებით ვენეციის კომისიასთან“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერი პეტერ სატანო საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადებს ავრცელებს. განცხადებაში ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics