|
2020-10-01 10:35:28, 582 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კასპში სასათბურე ბიზნესი ფართოვდება
„საქართველოს ბანკი“ აგრომეურნეობის მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით კასპის სოფელ ხოვლეში ბოსტნეულის 2 სათბური აშენდა. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო ჭაბურღილი. მეწარმე სათბურში სეზონურად აწარმოებს ბოსტნეულს (ზაფხულში პომიდორი, ზამთარში მწვანილი), რის რეალიზაციასაც ძირითადად თბილისის სუპერმარკეტებსა და სავაჭრო ობიექტებში ახდენს. სათბური 2018 წლიდან ფუნქციონირებს, იმ ინვესტიციით, რომელიც ბანკის მხრიდან იყო გამოყოფილი, სასათბურე ბიზნესი კიდევ უფრო განვითარდა. აღნიშნული სათბურის მშენებლობის საინვესტიციო მოცულობა 27 000 ლარია. ბანკის მხრიდან გამოყოფილი თანხა კი 20 000 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე სათბური 5 ადამიანს ასაქმებს. „ „საქართველოს ბანკი“ აქტიურად უჭერს მხარს ბიზნესების რეგიონში განვითარებას, მათ შორის აგრომეურნეობის მიმართულებით. ამჯერად ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით კასპის სოფელ ხოვლეში სასათბურე ბიზნესი გაფართოვდა. ჩვენ მუდმივად მზად ვართ წავახალისოთ ისეთი ინიციატივები, რომელიც მიმართულია ეკონომიკის განვითარებისკენ“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)