|
2015-09-17 15:11:11, 734 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ მოჭიდავეთა ნაკრებს შეხვდა
პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებს შეხვდა. პრემიერმა თავისუფალ ჭიდაობაში 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს მიღწეული წარმატება მიულოცა. „ჩემთვის სასიხარულოა, რომ დღეს აქ ერთად შევიკრიბეთ. გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას, ეს არის საქართველოს და ჩვენი ხალხის გამარჯვება. ჩვენ ვართ ბედნიერები, რომ გვყავს ასეთი სპორტსმენები“, - განაცხადა პრემიერმა შეხვედრაზე. მიღწეული წარმატების აღსანიშნავად სპორტის ახალ სასახლეში მიღება გაიმართა. შეხვედრას ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები, ვეტერანი ჩემპიონები, მწვრთნელები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები დაესწრნენ. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა, ლას ვეგასში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, მედლებთან ერთად, რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც აიღეს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე 5 მეტოქე დაამარცხა და ფინალურ ეტაპზე ირანელ მეტოქეს 5:4 აჯობა.
ევროკავშირის ქვეყნები უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე რუსეთთან მომლაპარაკებლის კანდიდატურას განიხილავენ
ტრამპის ადმინისტრაცია, კანადას აშშ-ის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის ოლქში სამხედრო ქარხანა დაბომბეს
ევროკავშირმა საფრანგეთში მომხდარ პოგრომებთან რუსეთის კავშირის ძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)