13:03 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-30 10:17:41, 501 ნახვა

კომენტარი
თეა წულუკიანი: ქართულ ციხეში პატიმრისა და თანამშრომლის ღირსება დაცულია

ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სამინისტროს რვაწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა და პენიტენციურ სისტემაში არსებულ მიღწევებზეც ისაუბრა.

„დღეს მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ ციხეში არა მხოლოდ პატიმრის უფლებებია უფრო მაღალი ხარისხით დაცული, ვიდრე იყო ოდესმე, არამედ თანამშრომლის ღირსებაც არის დაცული და პატივცემული. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირველ პერიოდში სწორედ ციხეში სუსტი თანამშრომელი იყო ჩვენი გამოწვევა, რომელიც დღეს აღარ არსებობს. თანამშრომელი დღეს ციხეში აღარ არის სუსტი და დაუცველი. ღიად ვიტყვი, მას აღარ ენატრება წარსული, მას ძალიან მოსწონს აწმყო და ელის კიდევ უფრო კარგ მომავალს, რომელიც, სხვათა შორის, 1-ელ ნოემბერს დადგება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა

მისი თქმით, სუსტი თანამშრომელი ციხეში ნიშნავს პატიმრის უფლებების ნაკლები ხარისხით დაცვას და სწორედ ამის გამოსწორება იყო ბოლო დროის მიზანი და პრიორიტეტი. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ დღეს გლდანის ციხე არის სამაგალითო დაწესებულება ყველა სხვა დაწესებულებასთან ერთად და მიმართა პენიტენციური დაწესებულებების დირექტორებს, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდში მათზე უსაფუძვლო დარტყმებია მოსალოდნელი.

„ძვირფასო პენიტენციური დაწესებულებების დირექტორებო, ელოდეთ წინასაარჩევნო კამპანიისას უსაფუძვლო დარტყმებს, ელოდეთ კრიტიკას, რადგან მავანი ფიქრობს, რომ რასაც თავად აკეთებდა, იმის სხვისთვის დაბრალებით მოიგებს პატიმრების გულს და დაბრუნდება ხელისუფლებაში. საქართველოს პატიმრებმა, ვადიანებმა და უვადოებმა, ყველამ კარგად იცის, რომ მათი ყველაზე დიდი გულშემატკივარი არის ეს გუნდი - ქართული ხელისუფლების პოლიტიკური გუნდი, იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური. მადლობა თქვენ, პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს, ბატონ გენდირექტორს, ჩემს მოადგილეებს და ყველას შრომისა და მოთმინებისთვის.“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics