|
2020-09-30 01:33:31, 493 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნება” - მარნეულში „ენმ“-ს წევრები ცესკოს თანამშრომლისა და ჩვენს მხარდამჭერებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
„მარნეულში „ენმ“-ს წევრები ცესკოს თანამშრომლისა და ჩვენს მხარდამჭერებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ“ , - ამის შესახებ მართველმა გუნდა განცხადება გააკეთა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მოსახლეობამ ძალადობრივ ქმედებებს არჩევნებზე მისვლით უნდა უპასუხონ. „მარნეულის მუნიციპალიტეტში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მხრიდან დღეს საოლქოს ადმინისტრაციაში შეჭრის მცდელობა და ცესკოს ერთ-ერთი თანამშრომლის მიმართ ფიზიკური ძალადობა ვიხილეთ. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და აღნიშნული საქმის გამოძიება დაწყებულია. თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივმა ძალადობა არ იკმარა და ამჯერად, საღამოს საათებში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მათი აქტივისტები "ქართული ოცნების" ოფისთან მივიდნენ და ჩვენს მხარდამჭერებზე როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად ძალადობა დაიწყეს, რის შემდეგაც ვითარება გართულდა და კონფლიქტი ორმხრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სახელმწიფო დესტაბილიზაციისა და არეულობის მცდელობებს არ დაუშვებს და ყველა პირი, ვინც კანონის ფარგლებს გაცდება, უმკაცრესად დაისჯება. როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობა" საბოლოოდ დაადგა წინასაარჩევნო კამპანიაში პროვოკაციებისა და ძალადობის გზას, რასაც განსაკუთრებული დაფიქრება, მოთმინება და ანალიზი სჭირდება. ყველას მოგიწოდებთ, რომ მათ ქმედებებს საკადრისი პასუხი გავცეთ არა ფიზიკური, არამედ მშვიდობიანი, არჩევნების გზით. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი გუნდი, რომელიც 2012 წლის პირველ ოქტომბერს, ძალადობრივი რეჟიმის პირობებში მშვიდობიანი გზით, არჩევნების მეშვეობით მოვიდა ხელისუფლებაში და მტრულ ძალებს არჩევნებით კიდევ ერთხელ დავამარცხებთ“ , - ვკითხულობთ განცხადებაში.
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)