08:59 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-29 17:12:21, 466 ნახვა

პოლიტიკა
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს.

აღნიშნულ განცხადებას "ექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

„მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გვსურს ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ და დავგმოთ  ძალადობისა და საოლქო საარჩევნო კომისიაზე ზეწოლის მცდელობის ის ფაქტები, რომელიც ჩვენ ყველამ მედია სივრცეში გავრცელებული კადრებით ვიხილეთ.

სახეზე გვაქვს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ცემის ფაქტი, რომელიც იქ მყოფ პირებს სთხოვდა განემარტათ, თუ რატომ ახდენდნენ მის ვიდეოგადაღებას ნებართვის გარეშე, რის პასუხადაც მასზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა; ასევე, სახეზე გვაქვს საოლქო საარჩევნო კომისიაში არაუფლებამოსილი პირების შეჭრის მცდელობის ფაქტი.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია მასთან ურთიერთობაში იმგვარი ფორმების გამოყენება, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. ადმინისტრაცია მოქმედებს კანონის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ჩართულ მხარეებს, ნებისმიერი საკითხის გადასაჭრელად, სრული შესაძლებლობა აქვთ მიმართონ შესაბამის სამართლებრივ ფორმებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს დამკვირვებლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყურადღებით დააკვირდნენ არჩევნებში ჩართული ზოგიერთი მხარის ქმედებებს, რომელიც ატარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციის, მთლიანი საარჩევნო პროცესის დაზიანების ხასიათს და მცდელობა აქვს შექმნას დაძაბული წინასაარჩევნო ფონი.

ამასთანავე, მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია, შესაბამისი უწყებების მხრიდან ჩატარდეს დროული მოკვლევა აღწერილ ქმედებაში დანაშაულის შესაძლო ნიშნების დადგენისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით.  

დამატებით,  ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ის ბრალდებები, თითქოსდა საოლქო საარჩევნო კომისიამ არ შეატყობინა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს პირველი სხდომების გამართვის შესახებ, არის უსაფუძვლო და სიცრუის ტირაჟირება, ვინაიდან ყველა წევრთან ხორციელდებოდა მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო საშუალებებზე (ტელეფონის ნომრებზე) დაკავშირება. მათგან რამდენიმე არ გამოცხადდა სხდომაზე და რამდენიმესთან ვერ მოხერხდა დაკავშირება, მათ შორის შეუსაბამო ტელეფონის ნომრის მითითების გამო. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულმა 26-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა საუბნო საარჩევნო კომისიების შესაბამის სხდომებში, მათი გარკვეული რაოდენობა, როგორც უხუცესი წევრი, თავმჯდომარეობდა სხდომებს. აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის აქტი, პირველი სხდომების მოწვევისთანავე, საჯაროდ გამოქვეყნებული იყო საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას“, - აღნიშნულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics