2020-09-29 17:06:20, 626 ნახვა
სამართალი
პირი, რომელიც რუსთავში არასრულწლოვან გოგონას ავტომობილით დაეჯახა, პოლიციამ დააკავა
პირი, რომელიც რუსთავში არასრულწლოვან გოგონას ავტომობილით დაეჯახა, დაკავებულია.
ამის შესახებ ინფორმაცია „ ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,