|
2020-09-29 13:05:54, 552 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - პრემიერობის კანდიდატს არ ვასახელებთ, ყველაფერს ამომრჩეველი გადაწყვეტს
ჩვენ არ ვართ პარტია, სადაც კაბინეტებში იწერება სიები, ჩვენ არ ვართ პარტია, სადაც ადამიანები თანამდებობებს ინაწილებენ ისე, რომ ხალხს აზრს არ ეკითხებიან, - ამის შესახებ „ევეროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარტიის სიის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, პარტიულ სიაში არ არის რიგითობა და გუნდის შიგნით არის შიდა კონკურენცია. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, პარლამენტში შევა ის, ვისაც მხარს ხალხი დაუჭერს. „დღეს ამ სცენაზე თქვენ ხედავთ გუნდს, მომავალ საპარლამენტო გუნდს, გუნდს, რომელმაც უნდა გამოიყვანოს ჩვენი ქვეყანა გაჭირვებიდან, გუნდს, რომელმაც უნდა გამოიყვანოს ჩვენი ქვეყანა უიმედობიდან, რომელშიც შეგვიყვანა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“, გუნდს, რომელმაც უნდა მოიტანოს გარდამტეხი ცვლილებები ამ ქვეყანაში. ცვლილებები, რომელიც შექმნის დასაქმებას, რომელიც ქვეყანას მოუტანს კეთილდღეობას თითოეულ ოჯახს, ცვლილებებს, რომელიც წაიყვანს ჩვენ ქვეყანას წინ და შექმნის უკეთეს მომავალს ჩვენი შვილებისათვის. დღეს თქვენ ამ სცენაზე ხედავთ კომპეტენტურ, მცოდნე, ქვეყნისათვის თავდადებულ გუნდს, რომელიც ამ ქვეყანას მოუტანს ცვლილებებს, მოუტანს უკეთესობას და მოუტანს იმას, რისთვისაც ვიბრძვით თითოეული ჩვენგანი. ჩვენ გუნდს, ამ ყველაფერთან ერთად აქვს კიდევ ერთი გამორჩეული თვისება, რომელიც მას განასხვავებს ყველა სხვა პარტიისაგან საქართველოში და ალბათ მიაქციეთ ყურადღება, რომ ჩვენი წარდგენა არ ყოფილა რიგითი ნომრებით, იმიტომ, რომ ეს არის „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება. ჩვენ არ ვართ პარტია, სადაც კაბინეტებში იწერება სიები, ჩვენ არ ვართ პარტია, სადაც ადამიანები თანამდებობებს ინაწილებენ ისე, რომ ხალხს აზრს არ ეკითხებიან. ჩვენთან ყველაფერს გადაწყვეტს ამომრჩევლის და ხალხის აზრი. ამიტომ, ჩვენ გვაქვს პარტიული კონკურენცია და ამ ადამიანებისგან პარლამენტში გავლენ ისინი, ვისაც მხარს დაუჭერს ხალხი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. ცნობისთვის, „ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სია წარადგინა.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)