12:01 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-17 13:26:51, 616 ნახვა

საზოგადოება
საქართველო ხვალ დასუფთავების მორიგ კამპანიას შეუერთდება

საქართველო მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანასთან ერთად  18, 19 და 20 სექტემბერს კამპანიაში „დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო“ ერთვება.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, ვიცე-მერმა ნინა ხატისკაცმა და შვედეთის სრულუფლაბიანმა ელჩმა საქართველოსა და სომხეთში მარტინა ქვივიმ მედიის წარმომადგენლებთან ერთობლივი შეხვედრა გამართეს.

საქართველო უკვე მეექვსე წელია რაც ამ აქციაში  ჩაერთო და რიგით 121-ე ქვეყანა გახდა, რომელიც მსოფლიო გარემოსდაცვით რუკაზე დაიტანეს.

წლევანდელი მსოფლიო კამპანიის მოწოდებაა: ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა... ჩვენი პასუხისმგებლობა.

დასუფთავების აქცია ხვალ, რვა საათზე ახალ იპოდრომზე, ლისის ტბიდან დაიწყება. მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართულია ამ აქციაში. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ეს კამპანია რამდენიმე დღეში არ დასრულდება.

„მეექვსე წელია, რაც საქართველო  ამ აქციას უერთდება. 18, 19 და 20 სექტემბერს ეს კამპანია სისტემატურად  იმართება. ძლიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას, იმ ჩართულობისთვის, რომელსაც იჩენენ. წლის განმავლობაში ისინი ბევრ ადგილზე საკუთარი ინიციატივით, საკუთარი რესურსებით გამოდიან ხოლმე და ჩვენ ქვეყანას კიდევ უფრო ალამაზებენ“, - აღნიშნა პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ გიგლა აგულაშვილმა.

შვედეთის ელჩმა მარტინა ქვივიმ აქციის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და ყურადღება იმ მიღწევებზე გაამახვილა, რაც უკვე მიღწეულ იქნა საქართველოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ. შექმნილია ინფრასტრუქტურული რუკა, სადაც წითელი ლაქებით გამოყოფილია დაბინძურებული ადგილები. მოხერხდა 900 ასეთი ადგილის დასუფთავება, რაც  უკვე მწვანე ლაქებით აღინიშნა.

შვედეთის ელჩს მიაჩნია, რომ შედეგის მისაღებად  ხალხის მხარდაჭერაა საჭირო. მან იმედი გამოთქვა, რომ ხვალ აქციას, რომელშიც მსოფლიოს მაშტაბით, 35 მილიონი ადამიანია ჩართული,  კიდევ ბევრი მოხალისე შეემატება.

შეხვედრაზე აღინიშნა ის ინიციატივაც, რომელსაც შვედეთის საელჩო ჩაატარებს. 30  სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში „გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი დღეები საქართველოში“ ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც უამრავი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის  - გამოფენა „კლიმატის ცვლილების პირისპირ“. ასევე გაიმართება შეხვედრები და დისკუსიები სხვადასხვა გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით.

3 ოქტომბერს „გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი დღეები საქართველოში“ ფარგლებში, ჩატარდება მაშტაბური დასუფთავების აქციები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics