06:39 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-29 12:42:13, 689 ნახვა

პოლიტიკა
ნატოს გენერალური მდივანი - საქართველო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია

მე ძალიან ვაფასებ იმ ძლიერ და მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც საქართველოს ნატოსთან აკავშირებს, საქართველო  ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველო უნდა ამაყობდეს იმ წვლილის გამო, რომელიც შეაქვს ნატოს უსაფრთხოებაში და ნატოს მისიების წარმატებაში.

„მინდა მოგესალმოთ ნატოს სათაო დაწესებულებაში. მე ძალიან ვაფასებ იმ ძლიერ და მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც საქართველოს ნატოსთან აკავშირებს. ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, რომ მივესალმები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს სათაო დაწესებულებაში. ეს იმას ადასტურებს, რომ პოლიტიკურად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა თქვენთვის და ჩვენთვის. საქართველო  ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ უსაფრთხოების სფეროში და ბევრი სხვა მიმართულებით ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მათ შორის, სწავლებებში, ავღანეთის მისიაში. ჩვენ ყველას შეგვიძლია ვიამაყოთ ერთად და თქვენც შეგიძლიათ ამაყობდეთ იმ წვლილის გამო, რომელიც შეგაქვთ ნატოს უსაფრთხოებაში და ნატოს მისიების წარმატებაში", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics