|
2020-09-28 17:38:06, 599 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ბოლნისში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება
მამუკა მდინარაძე ბოლნისში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. მდინარაძის თქმით, რეალურად, სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, როგორც კონფლიქტის, ისე წინა დღეების განმავლობაში მუდმივად ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას, რაც სხვადასხვა ქმედებებში გამოიხატებოდა. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლნისში მომხდარ ინციდენტს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციული ქმედებებისა და ძალადობის შედეგად, კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. რეალურად, სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, როგორც კონფლიქტის, ისე წინა დღეების განმავლობაში მუდმივად ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას, რაც სხვადასხვა ქმედებებში გამოიხატებოდა. მაგალითისთვის, გუშინ, ნახიბულაში საარჩევნო პლაკატების გაკვრის დროს მათი პარტიული აქტივის მოქმედებები ამისკენ იყო მიმართული, შემდეგ ჩაიხანაში მიზანმიმართული პროვოკაცია „ქართული ოცნების" აქტივისტებთან, სადაც ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც ჰქონდა ადგილი, თუმცა კონფლიქტის ესკალაცია ჩვენი, ,,ქართული ოცნების" და შემთხვევით არ ვუსვამ ამას ხაზს, შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები ხელკეტებით, ქვებით, მაგიდის გადატეხილი ფეხებით შეიარაღებულები დაესხნენ თავს ჩვენი გუნდის წევრებს, რის შედეგადაც „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღეს და კონფლიქტი უკვე ამის შემდეგ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ჩვენი რამდენიმე აქტივისტი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მათ აქვთ დაზიანებები მიღებული. ძალიან საყურადღებოა, რომ მომხდარიდან სულ რამდენიმე წუთში, „ნაციონალური მოძრაობის" მედიასაშუალებები აუწყებდნენ საზოგადოებას, რომ თავდასხმა მოხდა „ნაციონალური მოძრაობის" შტაბზე და მათ აქტივისტებზე, მაშინ, როდესაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ინციდენტი მოხდა „ქართული ოცნების" შტაბის წინ და დაზიანებულები არიან ჩვენი აქტივისტები. ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" კარგად იციან, რომ არჩევნებში დამარცხებისთვის განწირულები არიან და ერთადერთი, რაც დარჩენიათ, მათი უცვლელი მეთოდები, სიცრუისა და ძალადობის გამოყენებაა, რათა პროვოკაციებისა და ვითარების ესკალაციის ფონზე, რაიმე სარგებელი მიიღონ. მათი რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ საკუთარ კვლევებსაც კი მალავენ, ამაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და მათი პარტიული ტელევიზიების საშუალებით გაყალბებული მონაცემების ტირაჟირებას ახდენენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ ძალადობისა და პროვოკაციების გარდა სხვა არაფერი დარჩენიათ. ცალსახად და მკაფიოდ მოვუწოდებთ არა მხოლოდ ჩვენი პარტიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს, არამედ რიგით მხარდამჭერებსაც და ნებისმიერ მოქალაქეს, რომ არ დავუტოვოთ არანაირი სივრცე პროვოკაციებისთვის და მაქსიმალური მოთმინებით მივუდგეთ მათ ქმედებებს, რათა წინასაარჩევნო კამპანია მშვიდობიან, სტაბილურ გარემოში წარიმართოს და არჩევნები მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩავატაროთ. გვესმის, რომ ძალიან რთულია მოითმინო „ნაციონალური მოძრაობის" და მათი მოძალადე აქტივისტების ქმედებები, მსგავსი მასშტაბური პროვოკაციები და ძალადობის მცდელობები, თუმცა ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი გუნდი და ყველა ტიპის პროვოკაციაზე მაქსიმალური თავშეკავება გვმართებს. ყველამ კარგად იცის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" არც პანდემია და ეპიდემიოლოგიური ვითარება აინტერესებს ქვეყანაში და მათთვის არც ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არ აქვს ფასი, თუმცა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ საარჩევნო პროცესის და ჩვენი ქვეყნის დაზიანების საშუალება არ მივცეთ. ყველას, კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოვუწოდებთ და ვთხოვთ, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციებზე რეაგირებისა და ძალადობისგან, ხოლო სამართალდამცავი ორგანოებისგან ველით, რომ თითოეული ფაქტი გულდასმით იქნება შესწავლილი და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას ექნება მყისიერი რეაგირება . „ქართული ოცნების" ერთიანი გუნდი არის მყარად დარწმუნებული გამარჯვებაში და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციით, მოქალაქეების პასუხისმგებლიანი ქმედებებით, ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთი, სამართლიანი, გამართული, გამჭვირვალე და მაღალი დემოკრატიული სტანდარტების არჩევნების მომსწრე და ავტორი უნდა გახდეს. ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, ეს პროვოკაციები ვერაფერს დაგვაკლებს, ოღონდ ერთი თხოვნა ყველა მოქალაქესთან და ყველა ჩვენს მხარდამჭერთან - არავითარ შემთხვევაში არ უნდა წამოვეგოთ პროვოკაციას. ერთადერთი გზა, რაც ნაცმოძრაობას და იმ ცნობილ კლასტერს აქვს დარჩენილი, არის პროვოკაციების გზა, ტელევიზიების საშუალებით სიკვდილის პროპაგანდის გზა, სიცრუის გზა და ძალადობის გზა, სადაც პროვოკაცია არის მათთვის ერთადერთი გამოსავალი. ამაზე არ უნდა წამოვეგოთ“, - განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)