12:01 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-17 12:38:51, 554 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ნიკოლაევის ოლქს შორის მემორანდუმი გაფორმდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე  ბათუმში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ნიკოლაევის ოლქის დელეგაციას შეხვდა.     

აჭარის მთავრობის ადმინსიტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ნიკოლაევის  ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები, დეპუტატები, პრესისა და მასმედიის წარმომადგენლები. შეხვედრისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს რეგიონში არსებული საინვესტიციო გარემო, ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალი გააცნო.  ისაუბრა ასევე რეგიონში მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო ღონისძიებებზე.

შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა მემორანდუმს ნიკოლაევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციასა (უკრაინა) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას (საქართველო) შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობისთვის.

მემორანდუმი ითვალისწინებს ვაჭრობის, სამრეწველო, საინვესტიციო და ეკონომიკის სხვა დარგში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაში ხელშეწყობას. მხარეები გაუწევენ ორგანიზებას საწარმოების პროდუქციის გამოფენებისა და ბაზრობების ჩატარებას, ითანამშრომლებენ სოფლის მეურნეობის მიმართულებით. სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, მხარეები ადგილობრივი საწარმოების მიერ წარმოებული საექსპორტო პროდუქციისა და მომსახურების ძირითადი სახეობების შესახებ ინფორმაციებს გაცვლიან. ასევე განხორციელდება გაცვლითი პროგრამები, რომლის თანახმადაც მოხდება სპეციალისტების სტაჟირება საგარეო ეკონომიკური საქმიანობის  შესახებ გამოცდილების შესწავლის მიზნით.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ჯანდაცვისა და განათლების სფეროში სხვადასვა ერთობლივი და გაცვლითი პროექტების განხორციელებას როგორც სტუდენტთა , ასევე პროფესიონალთა გდაამზადების მიზნით.

ვიზიტის ფარგლებში აჭარის ხელოვნების მუზეუმში გაიმართება უჯკრაინელი მხატვრებისა და ფოტოგრაფების ნამუშევართა გამოფენა „ჯოჯოხეთური აეროპორტი“, რომელიც ბათუმში რამდენიმე დღეს დარჩება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ბათუმის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში უკრაინის დელეგაციის წევრები დაესწრებიან ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში 18 სექტემბერს გამართულ საინვესტიციო ფორუმს „ბათუმი 2015“  და მოინახულებენ ბათუმის ღირსშესანიშნაობებს .









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics