08:30 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-28 15:27:54, 545 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ოპოზიცია ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმების საკითხზე იმსჯელებს

ოპოზიცია ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმების საკითხზე იმსჯელებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, მაუწყებლის რეიტინგი ბოლო წლებია ეცემა, რაც სარედაქციო დამოუკიდებლობის არ ქონასთანაა დაკავშირებული.

„ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მისი რეიტინგი მუდმივად ეცემა. ეს არის დაკავშირებული იმასთან, რომ ამ ტელევიზიას ხშირ შემთხვევაში არ გააჩნია სარედაქციო დამოუკიდებლობა. რა თქმა უნდა, ხალხს სურს, რომ საკუთარი ფულით ფინანსდებოდეს ისეთი ტელევიზია, რომელიც მათ მოსაზრებებს გამოხატავს.

ოპოზიცია იმსჯელებს გაუქმების საკითხზე მას შემდეგ, რაც შეიცვლება ხელისუფლება“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმების ინიციატივით გუშინ კახა ოქრიაშვილი გამოვიდა. მისი თქმით, ტელევიზიას „60 მილიონ ლარს აძლევენ და რეიტინგი არ აქვთ, ამიტომ უნდა გაუქმდეს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics