08:00 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-28 13:36:17, 459 ნახვა

პოლიტიკა
სესიაშვილი ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებზე - შეგვიძლია ვიყოთ პროაქტიული, თუ მხარეებს სამშვიდობო პროცესში ჩართვის სურვილი ექნებათ

შეგვიძლია ვიყოთ პროაქტიული, თუ მხარეებს ჩვენი სამშვიდობო პროცესში ჩართვის სურვილი ექნებათ, - ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი სესიაშვილიმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ერთგვარად ნეიტრალური პოზიცია უკავია და ეს ძალიან კარგად ესმით ჩვენს მეზობლებს.

„საქართველოს ერთგვარად ნეიტრალური პოზიცია უკავია და ეს ძალიან კარგად ესმით ჩვენს მეზობლებს იმიტომ, რომ თავადაც უფრთხილდებიან ჩვენს ნეიტრალიტეტს. ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვიძლია ვიყოთ პროაქტიული თუკი ამის მოცემულობა და მხარეების სურვილი იქნება, რომ ჩავერთოთ სამშვიდობო პროცესში.

შეიძლება ითქვას, დარწმუნებულიც ვარ, რომ აქ უფრო მსხვილი სუბიექტები არ ჩაერთვებიან პროცესში, რადგან ყველას კარგად ესმის, რომ ეს მიგვიყვანს საერთაშორისო კრიზისამდე და გავლენას მოახდენს არა მხოლოდ რეგიონზე, არამედ შეიძლება მსოფლიო პრობლემატიკაზეც. ამიტომ მაქვს მოლოდინი, რომ უფრო მეტი ძლიერი აქტორი ჩაერთვება მშვიდობის და სტაბილურობის მოწოდების პროცესში“, - განაცხადა სესიაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics