08:00 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-28 11:39:24, 446 ნახვა

პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - ძალადობრივი კამპანია, რომელსაც ხელისუფლება ახლა ეწევა, აგონიის ნიშანია

ძაალდობა, რომელსაც ხელისუფლება იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ აგონიისა და ძალაუფლების დაკარგვის ნიშანია, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობის ფაქტებს.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება, წინა არჩევნების პრაქტიკიდან გამომდინარე, გამოიყენებს სხვადასხვა შეთითხნილ ჩანაწერს ოპონენტების წინააღმდეგ.

მისივე თქმით, სწორედ „ევროპული საქართველო“ იქნება გარანტი, რომ ვერცერთი ხელისუფლება ვეღარ გამოიყენებს ამგვარი ტიპის ძალადობას პოლიტიკურ ოპონენტებზე.

„ძალადობრივი კამპანია, რომელსაც ეხლა ეწევა ხელისუფლება, არის აგონიის ნიშანი. ივანიშვილი ხვდება, რომ კარგავს ძალაუფლებას და ამიტომ აპირებს რომ გამოიყენოს ნებისმიერი მეთოდი, მათ შორის ყველაზე არალეგალური მეთოდებიც. თუმცა, ეს ყველაფერი მისი მხრიდან იქნება წარუმატებელი და ევროპული საქართველოს ამოცანაა, რომ მას შემდეგ რაც დამარცხდება ივანიშვილი და მას შემდეგ რაც დაიწყება გარდამტეხი ცვლილებები, არასოდეს საქართველოს ისტორიაში აღარ განმეორდეს მსგავსი ძალადობა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და ჩვენ ვიქნებით ამის გარანტი შემდეგ მთავრობაში.

არჩევნების დასრულებამდე, ბუნებრივია, არაფერი არ იქნება გამოძიებული და მოლოდინი იმისა, რომ რაიმე ნაბიჯებს გადადგამს ივანიშვილი თავისი თავის საწინააღმდეგოდ, არ არსებობს. ევროპული საქართველსოს ამოცანა არის სწორედ ეს, რომ ასეთი შერჩევითი მისადაგება კანონის აღარ განმეორდეს აღარასოდეს და როდესაც ეს ხელისუფლება დამარცხდება, ჩვენ ვიქნებით იმის გარანტი, რომ არცერთი ხელისუფლება მომავალში აღარ გამოიყენებს არც უკანონო მეთოდებს და მითუმეტეს, სამართალს აღარ გამოიყენებს შერჩევითად.

წინა არჩევნების გამოცდილება აჩვენებს, რომ ხელისუფლება ყოველთვის წინასაარჩევნოდ იყენებს პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, რაღაც შეთითხნილ ჩანაწერებს, იყენებს ძალადობას, მოსყიდვას და პირველ რიგში იყენებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. აქედან გამომდინარე, არაფერი მოულოდნელი ამაში არ არის და სწორედ ამიტომ, როდესაც ეს ხელისუფლება შეიცვლება, სუს-ი უნდა დაიშალოს და იმ ფორმით, რომლითაც ის დღეს არის, აღარ უნდა იყოს და ყველა მსგავსი ძალადობრივი ქმედება და ნაბიჯი უნდა იქნას გამოძიებული და უნდა იქნას განთავისუფლებული გარემო ესეთი უხეში ჩარევისგან და ევროპული საქართველო იქნება ამის გარანტი შემდეგ მთავრობაში“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics