23:50 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-26 15:43:02, 1689 ნახვა

ომი უკრაინაში
თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო მუქ მწვანე ზონაში იმყოფება

„ინციდენტობის მაჩვენებლით, საქართველო არის 5.5, ჩვენ ამას ვაფასებთ, როგორც მუქი მწვანე ზონა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში შემთხვევების მატება აღინიშნებოდა, საქართველო მაინც ინარჩუნებს დაბალი რისკის ქვეყნის სტატუსს.

„გლობალურად  ქვეყნები ერთმანეთს ახალი შემთხვევების საშუალო რაოდენობისა და ტესტირების რაოდენობის მიხედვით დარდება.

ინციდენტობის საშულო გლობალური მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე დღევანდელი მდგომარეობით არის დაახლოებით  - 19. 19-ის ქვემოთ ქვეყნები ითვლება, რომ არის დაბალი რისკის ქვეყნები და 19-ის ზემოთ კი - მაღალი რისკის ქვეყნები.

ჩვენი დღევანდელი მდგომარეობით,  14 დღიანი  ინციდენტობის მაჩვენებელი  არის - 5.5, რაც პირობითად ფასდება როგორც მუქი მწვანე ზონა (10ზე ნაკლები 100 000 მოსახლეზე). " -  ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

4 დონიანი შუქნიშანი, რომელსაც ჩვენ ახლა  შიდა მიზნებისთვის ვიყენებთ, არის იმისთვის, რომ ჩვენ დავგეგმოთ ინციდენტობის რომელ დონეზე რამდენი ტესტი უნდა ჩატარდეს, სად არის განსაკუთრებით აქტიური კერები, რა საწოლფონდი უნდა იყოს მობილიზებული იმ რაოდენობის შემთხვევებისთვის, რომელიც ქვეყანაში ვლინდება. საქართველო ჯერჯერობით ინარჩუნებს დაბალი რისკის ქვეყნის სტატუსს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics