|
2020-09-25 23:31:29, 488 ნახვა
კომენტარი
ბარამიძე - ჩვენ გვინდა ოპოზიციის გამარჯვება, ჯაფარიძე უნდა შეეშვას ეჭვიანობას
„ჩვენ გვინდა ოპოზიციის გამარჯვება, ჯაფარიძე უნდა შეეშვას ეჭვიანობას“ , - ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში „ენმ“-ს წევრმა გია ბარამიძემ განაცხდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ლეიბორისტული პარტიის ოფისის მაგიდის წევრებს სააკაშვილის არცეთი განცხადება არ ეხებოდა და ზურაბ ჯაფარიძეს „ენმ“ კანდიდატს არ დაუყენებს. “ჩვენ გვინდა, რომ გავიმარჯვოთ ამ ოლქში, ოპოზიციამ გაიმარჯვოს და დაამარცხოს წარსულის მენტალიტეტი გიორგი ვოლსკი. არ გვინდა, ამ ოპოზიციონერმა ისე გაიხადოს თავი, რომ ოპოზიციური სპექტრის ძირითადმა ნაწილმა, რაც არის ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი, არ მისცეს მას ხმა, რაც გამოიწვევს, რომ იგი დამარცხდება. ზურაბ ჯაფარიძეს ვურჩევთ, ზედმეტ ეჭვიანობას თავი დაანებოს. მე მოვისმინე, იგი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ჩვენ გვიწოდა პოლიტიკანები, პარტიუკები და ა.შ. ვინმე დაასახელა მიხეილ სააკაშვილმა სახელი და გვარით? თქვა, რომ ზურაბ ჯაფარიძეა პოლიტიკანი და პარტიუკაა გირჩი? რატომ იღებენ თავის თავზე? აბსოლუტურად, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ მიემართებოდა ლეიბორისტული პარტიის ოფისის მაგიდის წევრებს” , - განაცხადა ბარამიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)