12:01 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-16 19:58:23, 643 ნახვა

საზოგადოება
ახალგაზრდული პროგრამა „ლიდერთა სახლი“ განახლდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს  მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდულმა პროგრამამ „ლიდერთა სახლი“ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად თბილისში  აქტივობები განაახლა.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, პროგრამის მიზანია, არასრულწლოვნებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, გუნდური მუშაობის უნარის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და თავისუფალი დროის სწორად წარმართვა.

თბილისის იუსტიციის სახლში პროგრამის განახლებისადმი მიძღვნილ შეხვედრას იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე დაესწრო.  წარმატებული პროექტების -  „წიგნის კლუბის“ და „კინოკლუბის“ - წინა სეზონის გამორჩეულად აქტიურ 30 მონაწილეს  სერტიფიკატები გადაეცა. კლუბების მოხალისე ტრენერებს ჯონი კვინიკაძემ მადლობის სიგელები გადასცა.

შეხვედრას ასევე დაესწრო თბილისის საჯარო სკოლების 20 მოსწავლე, რომლებმაც პროგრამა „ლიდერთა სახლის“ და მის ფარგლებში  სამომავლოდ  დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ახალგაზრდებმა პროგრამაში ჩართვის  სურვილი გამოთქვეს.

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამა „ლიდერთა სახლი“ 14-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებს აერთიანებს. პროგრამა საქართველოს მასშტაბით 13 იუსტიციის სახლში მიმდინარეობს. 2015 წელს პროგრამაში  967 უნიკალური მონაწილე ჩაერთო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics