07:13 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-24 17:42:17, 814 ნახვა

პოლიტიკა
უგულავა უდუმაშვილს - ძვირფასო მეგობარო, სანდრა ელისაბედ რულოვსი ხომ ვერ მეტყვი ზუგდიდის რომელი სოფლიდან ან უბნიდანაა?

„ძვირფასო მეგობარო, სანდრა ელისაბედ რულოვსი ხომ ვერ მეტყვი ზუგდიდის რომელი სოფლიდან ან უბნიდანაა?“ , - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ „ენმ“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთს ემზგავსება.

“ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელსო. ძვირფასო მეგობარო, სანდრა ელისაბედ რულოვსი ხომ ვერ მეტყვი ზუგდიდის რომელი სოფლიდან ან უბნიდანაა ჯერ მაჟორიტარი და მერე საერთოდ მერზე რომ იყრიდა კენჭს? (ვადასტურებ მისდამი პერსონალურ პატივისცემას). თუ ბელადის ოჯახის წევრებს წარმოშობის სერთიფიკატს არ ვუმოწმებთ? ვერ ხვდებით, რომ უხერხულად სამარცხვინოდ გამოიყურებით, როცა ქოცი ჩიქოვანის მსგავსად იკბინებით. ისე ძალიან კი ემსგავსებით ერთმანეთს.

პ.ს. ბატონ მალხაზს არ ვიცნობ, ასე გაკითხვით მხოლოდ კარგ ექიმად დამიხასიათეს. ვუსურვებ მალე და ჯანმრთელად დაეღწიოს თავი თვითიზოლაციისთვის. იმედი მაქვს კონფერენსიე უდუმაშვილის და კომკავშირელ ჩიქოვანისგან განსხვავებულად უყურებს ზუგდიდისა და ქვეყნის მომავალს და არც ტრაიბალიზმის კლიშეები აწუხებს. აუცილებლად მოვიწვევ მას სადისკუსიოდ ღია ეთერში თუ პრივატულად ჩაიზე” , - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანია „პირველთან“ განაცხადა, რომ მაჟორიტარები მათი წამომავლობის მიხედვით  დაასახელეს და ამის მაგალითია მალხაზ ჯალაღონია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics