|
2020-09-23 17:00:25, 590 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - მე ყოველთვის ვიყავი და ვრჩები ერთიანობის მომხრე, ბევრმა ჯგუფმა ეს უარყო და ამიტომ ეს არ გამოვიდა
„მე ყოველთვის ვიყავი და ვრჩები ერთიანობის მომხრე, ბევრმა ჯგუფმა ეს უარყო და ამიტომ ეს არ გამოვიდა“ , - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქართულ პოლიტიკაში სრულიად ახალი ხალხი უნდა მოვიდეს და ის მის თავს გარდამავალი მთავრობის ხელმძღვანელად ხედავს. „მე ყოველთვის ვიყავი და ვრჩები ერთიანობის მომხრედ. თავიდან, ჩემი შეთავაზება იყო ყველა ოპოზიციურ ჯგუფს გაეკეთებინა ერთიანი სია, აერჩია ერთიანი პრემიერობის კანდიდატი და რა თქმა უნდა, ეს არ ვიქნებოდი მე და წასულიყო არჩევნებზე. ბევრმა ჯგუფმა ეს უარყო და ამიტომ ეს არ გამოვიდა. მეორე იყო, ჩვენი შეთავაზება ევროპული საქართველოს მიმართ და ეს მოლაპარაკება წარმოებდა რამდენიმე კვირა, რომ თანაბრად, პრაქტიკულად, დაგვეკომპლექტებინა სია, პარლამენტის თავჯდომარის ადგილი წაეღოთ მათ, პრემიერობაზე მომხდარიყო ცალკე შეთანხმება და იქაც, რა თქმა უნდა, არ განიხილებოდა ჩემი კანდიდატურა. ესეც რაღაც მიზეზების გამო მათ მიერ იქნა უარყოფილი ენმ-მ გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად, ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანის მონაწილეობით ჩამოაყალიბა თავისი სია და დამასახელა მე პრემიერობის კანდიდატად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გაერთიანებას აქვს სრული პოტენციალი აიღოს უმრავლესობა საქართველოს მომავალ პარლამენტში და შემდეგ, სრულიად სხვადასხვა ღირსეული ადამიანების, ქართველების წარმომადგენლობით დააკომპლექტოს საქართველოს ახალი ხელისუფლება, რომელიც დაეფუძნება პრინციპს, რომ ყოველგვარი ძველი წყენები უნდა გადაიდოს გვერდზე. უნდა ვიფიქროთ ქვეყნის აღმშენებლობაზე წინსვლაზე და განვითარებაზე. სრულიად ახალი ხალხი უნდა მოვიდეს ქართულ პოლიტიკაში. მე ჩემს როლს ვხედავ, როგორც გარდამავალი მთავრობის ხელმძღვანელს“ , - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)