|
2015-09-16 14:31:13, 941 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „არგუს კასპიის - შავი ზღვის სატრანსპორტო კორიდორი 2015“ გაიხსნა
ბათუმში , სასტუმრო ჰილტონის საკონფერენციო დარბაზში საერთაშორისო კონფერენცია „არგუს კასპიის - შავი ზღვის სატრანსპორტო კორიდორი 2015“ გაიხსნა. მიწვეულ სტუმრებს ფორუმის დაწყებამდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მიესალმა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში ბათუმში გამართულ კონფერენციაზე 14 ქვეყნის სატრანსპორტო საშუალებებისა და გადამზიდავი კომპანიების ხელმძღვანელი პირები ერთმანეთს გამოცდილებასა და თავიანთ კომპანიებში დანერგილ სიახლეებს გააცნობენ. საუბარი შეეხება სატრანსპორტო კორიდორის განვითარებას ეკონომიკური ტურბულენტობის პირობებში, სატრანზიტო რეგიონული ვალუტის დევალვაციისა და ბიზნეს - აქტიურობის დაქვეითებას, ასევე რეგიონში ჩამოსასხმელი ნავთობ პროდუქტების მოზიდვას სატრანზიტო მარშრუტების გადანაწილების ფონზე. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობენ ნავთობისა და მსხვილი სატრანსპორტო - ლოჯისტიკური კომპანიების წარმომადგენლები, მათ შორის: ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების 120-ზე მეტი დელეგატი და აგრეთვე საწვავის მომხმარებლები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, ამერიკიდადნ, ესპანეთიდან, ვენესუელადან, სინგაპურიდან, ბულგარეთიდან, შვეიცარიიდან, პანამადან, სერბეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. კონფერენცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს რკინიგზის მხარდაჭერით ტარდება. ღონისძიების პრტნიორებია საქართველოს უმსხვილესი სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანიები, Georgia Transit, Petrocas Energy Group, Batumi Sea Port, Batumi Oil Terminal, Caspian Transit и GR Trans Line. კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეებს გააცნობენ ახალ ინიციატივებს და პროექტებს, რომლებიც უკავშირდება სატრანზიტო კორიდორის მნიშვნელოვნების შენარჩუნების საკითხს. აღნიშნული საკითხი წარმოადგენს კასპია-შავი ზღვისპირეთის რეგიონში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ურთიერთქმედების ფაქტორს, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ახალი ტერმინალები საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში. კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის წარმოამდგენლები, ასევე საქართველოსა და უკრაინის საზღვაო ადმინისტრაციების წევრები, სატრანსპორტო და სატვირთო კონპანიების დელეგატები. ხვალ, 17 სექტემბერს, კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ეწვიონ „ყაზტრანსოილის“კომპანიის ბათუმის ნავთობ ჩამოსასხმელ ტერმინალს, ასევე კომპანიის „Petrocas Energy Group“-ისფოთის ნავთობჩამოსასხმელ ტერმინალს, სადაც ნავთობისა და ნავთობ პროდუქტების უმეტესი ნაწილი იტვირთება. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ინსპექტირების სფეროში ერთ ერთი უმსხვილესი კომპანიის ლაბორატორიის და ექსპერტიზის SGS მიღწევები, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ნავთობისა დანავთობპროდუქტების ხარისხის კონტროლს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)