20:46 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-22 14:19:18, 698 ნახვა

სამართალი
პროკურორი - მიგვაჩნია, რომ რამიშვილი საკუთარი თავის გარშემო გარკვეული ემოციური ფონის შექმნას ცდილობს

ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი, დავით გუმბერიძე აცხადებს, რომ ადვოკატი მიხეილ რამიშვილი საკუთარი თავის გარშემო ემოციური ფონის შექმნას ცდილობს.

პროკურორმა უარყო, რომ გამოძიებამ რამიშვილის ტელეფონიდან ყველა სახის ინფორმაციის კლონირება მოახდინა.

„გაურკვეველი მიზეზებით დატოვა მან საგამოძიებო პროცედურა, მან არ მიიღო მონაწილეობა და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანი გარკევული ემოციური ფონის შექმნას ცდილობს საკუთარი თავის გარშემო. აქ არანაირად არ არის სხვა ინტერესი და არის მხოლოდ ფურცხვანიძისა და სატელიტურ ფოტოებთან დაკავშირებული ინფორმაცია. არანაირი ინფორმაციის კლონირება საქმესთან არაშემხებლობაში რაიმე მონაცემის მოპოვება არ ხდება.

ის ორჯერ უკვე გაიქცა და არ მიიღო მონაწილეობა ინფორმაციის გამოთხოვაში“, - განაცხადა გუმბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო პროტესტის ნიშნად დატოვა. ამის მიზეზად რამიშვილმა გამოძიების მიერ მისი მობილურიდან ყველა სახის ინფორმაციის კლონირება დაასახელა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics