06:17 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-22 13:40:27, 565 ნახვა

პოლიტიკა
ოთარ კახიძე - მიხეილ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილის კოალიციური ოპოზიციური ერთობით დამარცხება არ სურს

მიხეილ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, კოალიციური ოპოზიციური ერთობით არ სურს , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის, ოთარ კახიძემ განაცხადა.

კახიძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი ერთმანეთს კვებავენ და მიხეილ სააკაშვილი ელოდება ისეთ მომენტს, როცა ხალხი დაიღლება და მის გარდა ალტერნატივას ვერ დაინახავს.

„მიხეილ სააკაშვილი არ მგონია ისეთი ტიპის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ვინმეს ჭკუაზე დადის და ვინმეს წაქეზებით. ის საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსია და ამას შეგნებულად აკეთებს. მინდა ხაზი გავუსვა, მიხეილ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, კოალიციური ოპოზიციური ერთობით, რომელიც მთავრობაში მოვა, არ სურს. მიხეილ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილის დამარცხება არ სურს, მას სურს თვითონ გახდეს მმართველი. ეს ორი სხვადასხვა რამაა. ასეთ წარმოდგენას, რომ ბიძინა და მიშა არიან მხოლოდ პოლიტიკურ სპექტრში, რასაც ბიძინა ამბობს, ამას როდესაც იმეორებს მიშა, ეს ნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთს კვებავენ. ბიძინას ხელისუფლების შენარჩუნება უნდა, მიშა კი ისეთ მომენტს ელოდება, როცა ხალხი იმდენად დაიღლება, რომ მის გარდა ალტერნატივას ვერ დაინახავს. ეს ფუჭი მოლოდინია“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics