06:15 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-22 01:18:13, 507 ნახვა

პოლიტიკა
ალექსანდრე მოწერელიამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია, ლესიჭინეს, ქვედა ჩხოროწყუსა და ჭოღას მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივებთან შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. ასევე, საუბარი შეეხო მის სამომავლო გეგმებს და პრიორიტეტულ მიმართულებებს.

"ჩემი გუბერნატორად მუშაობის პერიოდიდან, ამ სოფლებში ადგილობრივებთან ერთად დავგეგმეთ და განვახორციელეთ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი. დღეს უკვე რეაბილიტირებულია საბავშვო ბაღები, მოწყობილია გარე განათება, დაგებულია გზები, ასევე, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო ნაპირსამაგრი ჯებირები. ძალიან კარგი ფაქტია ის, რომ სოფელ ნაფიჩხოვოში ჩაის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები 65 ჰექტარზე განხორციელდა. მუნიციპალიტეტის მშენებლობის და კეთილმოწყობის სამუშაოების გაგრძელება მომავალი წლის ბიუჯეტშიც გათვალისწინებულია" - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics