06:03 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-21 12:32:13, 612 ნახვა

პოლიტიკა
უგულავა ზესტაფონში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატზე - ესაა თქვენი „ადგილობრივი გენერალი“?

„ესაა თქვენი "ადგილობრივი გენერალი"? ამისთვის ჩაშალეთ ერთიან მაჟორიტარებზე მოლაპარაკებები, ამას ვერ უთხარით უარი?“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი უგულავა ზესტაფონში, „ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატის დაახელებას.

მისი თქმით, „ეს კაცი დღემდე  „რიჟას" პარტნიორია, უფრო ზუსტად ხელის ბიჭი. იმ „რიჟას", შეთითხნილი სპეცოპერაციით ივანიშვილს მისი თავი რომ დააჭერინა“.

„ესაა თქვენი "ადგილობრივი გენერალი"? ამისთვის ჩაშალეთ ერთიან მაჟორიტარებზე მოლაპარაკებები, ამას ვერ უთხარით უარი? კახა გეწაძე -politician? თქვენ რა ქვეყანა ჩალით გგონიათ დახურული?! ეს კაცი დღემდე რიჟას პარტნიორია, უფრო ზუსტად ხელის ბიჭი, (არ მოგესმათ! იმ რიჟასი, შეთითხნილი სპეცოპერაციით ივანიშვილს ჩემი თავი რომ დააჭერინა თქვენი პარტიის დაფინანსების ბრალდებით). იყო ყველაზე სამარცხვინო გამგებელი ზესტაფონში და ოლქის სხვა რაიონებს მისი არსებობა ან არ გაუგიათ ან ამბობენ - კიდევ კარგი ეს არ იყო ჩვენი გამგებელიო! ეს პერსონა არის პოლიტიკაში "მოჩალიჩე" ტიპაჟი, მარტო ფული და გამორჩენა რომ ადარდებს. აბა კარგად მოიკითხეთ 2013 წლის მერე სადმე რამე ბრძოლში თუ გაუელვია. ასეთი ხალხის პოლიტიკიდან ჩამოშორება უნდა იყოს ამოცანა, ართუ მაჟორიტარად დაყენება. აი ესაა ზუსტად ქოცობა, როცა გგონია რომ ჯოხს ჩაარჭობ და ამომრჩეველი მაინც პარტიის ნომერს შემოხაზავს. ესაა სწორედ ამომრჩევლის აბუჩად აგდება, როცა ენმ გიგი წერეთელს რიჟას ანუ ბიძინას კაცის კაცს უყენებს კონკურენტად და ამას ამომრჩევლის მოთხოვნად ასაღებს. კახა გეწაძესთან შედარებით ზაზა გოროზიაც კი ბარუხ სპინოზაა.

#სირცხვილია

ნამდვილდ გარდამტეხი ცვლილებების დროა ამ ქვეყანაში”, - წერს უგულავა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics