12:02 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-16 09:43:37, 565 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს აკადემიის მიერ გამოცემული წიგნის „საპოლიციო სამართალი“ პრეზენტაცია მოეწყო

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, შსს-ს აკადემიის მიერ გამოცემული წიგნის „საპოლიციო სამართალი“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანი, შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი, შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს უფროსი ალექსანდრე ბაძაღუა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

წიგნის ავტორები არიან: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია, შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი, შსს-ს აკადემიის პრორექტორი სოფიო კილაძე, შსს-ს აკადემიის სამართლის სკოლის უფროსი პაატა ტურავა, შსს-ს აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი დავით მუზაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ბერაია, შსს-ს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს განყოფილების უფროსი ქეთევან გიორგიშვილი.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა წიგნის რედაქტორი და თანაავტორი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია, რომელმაც საპოლიციო სამართლის სფეროში ბოლო დროს განხორციელებული რეფორმის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, „პოლიციის შესახებ“ ახალი კანონის მიღებამ, რომელიც 2014 წლის 1 იანვარს ძალაში შევიდა, შესაძლებელი გახადა თანამედროვე ადმინისტრაციული სამართლის ძირითადი პრინციპებისა და ინსტიტუტების ქართულ საპოლიციო სამართალში დანერგვა. სწორედ საქართველოს კანონი პოლიციის შესახებ ქმნის პოლიციური ღონისძიების ლეგიტიმაციის მყარ სამართლებრივ საფუძვლებს. ლევან იზორიას თქმით, წიგნის მიზანია საპოლიციო სამართლის, როგორც სასწავლო დისციპლინის ჩამოყალიბება, შესაბამისად, კვალიფიციური პოლიციური კადრების მომზადების ხელშეწყობა.

„პოლიციის შესახებ“ ახალი კანონის მიღების შემდეგ, „საპოლიციო სამართალი“ წარმოადგენს პირველ სახელმძღვანელოს, რომელიც კანონის განმარტებას და პოლიციელთათვის პრაქტიკულ სახელმძღვანელოს წარმოადგენს. წიგნში კანონის დებულებები განმარტებულია პრაქტიკული მაგალითების, ილუსტრაციებისა და სამეცნიერო მეთოდოლოგიის გამოყენებით. სახელმძღვანელოში პოლიციელის მხრიდან სამართალდარღვევაზე რეაგირების ფორმები პრევენციული ღონისძიებებისაგან მკაფიოდ არის გამიჯნული. გარდა პრევენციული ღონისძიებების განმარტებებისა, წიგნში ასევე აღწერილია იძულების ღონისძიებების მეთოდები, სპეციალური საპოლიციო საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღების გამოყენების ტექნიკა.

წიგნი „საპოლიციო სამართალი“ გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა იმ დანაყოფს, რომელიც თავისი პრაქტიკული საქმიანობის დროს იყენებს „პოლიციის შესახებ“ კანონს, ასევე, გამოყენებული იქნება სახელმძღვანელოს სახით შსს-ს აკადემიაში, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics