|
2020-09-19 18:49:05, 10700 ნახვა
პოლიტიკა
არჩევნებზე ამომრჩეველი უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმით
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განისაზღვრა. კანონის თანახმად, ამომრჩეველი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური მოხმარებისათვის განკუთვნილი კალმისტრით. „კერძოდ, კენჭისყრის შენობებში შესვლის/გამოსვლის და შენობებში ყოფნის/გადაადგილებისას საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ დაცული უნდა იქნეს შემდეგი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები. კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი, ხელის დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი; შენობაში თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ; კენჭისყრის შენობაში არ უნდა იქნეს დაშვებული კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი. ასევე შენობაში არ დაიშვება პირი პირბადისა და სადეზინფექციო ხსნარით ხელების დამუშავების, ტემპერატურის შემოწმების გარეშე, გარდა ამომრჩევლისა; კენჭისყრის შენობაში უნდა განთავსდეს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერი, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა უნდა მოხდეს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით, ხოლო ასეთი ნარჩენების დროული გატანა უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამლაგებლის მიერ; კენჭისყრის შენობაში უნდა განთავსდეს ამომრჩეველთა მიერ გამოყენებული საწერი კალმისტარებისთვის კონტეინერი, რომელშიც ამომრჩეველმა ხმის მიცემის შემდეგ უნდა მოათავსოს მის მიერ გამოყენებული კალმისტარი; ამასთანავე, ფარული კენჭისყრის კაბინები უნდა მოეწყოს შემდეგნაირად: კენჭისყრის კაბინა, ამომრჩევლისთვის შესასვლელი, ერთი მხრიდან გახსნილი დარჩეს და გახსნილი მხარე მიმართული იყოს კენჭისყრის შენობის კედლისკენ იმდაგვარად, რომ არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი; საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ პირბადით, დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით; ამომრჩეველი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური მოხმარებისათვის განკუთვნილი კალმისტრით. ამომრჩეველთა რეგისტრატორმა კომისიის წევრმა საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას ამომრჩეველს უნდა მიუთითოს, რომ საარჩევნო ბიულეტენის მიღება ამომრჩეველთა ერთიან სიაში ხელმოწერით დააფიქსიროს რეგისტრატორის მაგიდაზე განთავსებული კალმისტრით და ამავე კალმისტარით ისარგებლოს ფარული კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას. ამომრჩეველმა ხმის მიცემის შემდეგ კალმისტარი უნდა განათავსოს კალმისტრებისათვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში“, - ვკითხულობთ კანონში.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)