|
2020-09-18 13:28:05, 806 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - ეკონომიკას არა შეზღუდვები, არამედ ვირუსის უკონტროლო გავრცელება ურტყამს
კონომიკას ურტყამს არა შეზღუდვები, მით უფრო როდესაც შეზღუდვები დროულია, არამედ ვირუსის უკონტროლო გავრცელება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტში განაცხადა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ხელისუფლება თანხმდება, რომ ყველაფერი კარგად არ არის, თუმცა ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი ნიშნები უკვე გამოვლინდა ქვეყანაში. „ნებისმიერი სახელმწიფოს ანტიპანდემიური ღონისძიებები და პოლიტიკა ფასდება ერთი მთავარი საზომით, ეს არის გადარჩენილი სიცოცხლეები და მოსახლეობის ჯანმრთელობა. იმის გამო, რომ ჩვენ დროულად მივიღეთ პრევენციული ზომები, დღეს ვამაყობთ რომ სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით საქართველო ერთ-ერთი ყველაზე კეთილსაიმედო ქვეყანაა, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს ევროპაში. მძიმე შეზღუდვების პერიოდი დასრულდა და ჩვენ გადავდივართ ადაპტაციის ეტაპზე გაცილებით მეტი ცოდნით, სიმძლავრით ვართ მომზადებულები და მეტი შესაძლებლობა გვაქვს, რომ გავუმკლავდეთ ინფიცირებულთა ცოტა უფრო გაზრდილ რაოდენობას. რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობთ, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ პირველი გაჯანსაღების ნიშნები უკვე სახეზეა და ამითაც ერთ-ერთი პირველები ვართ, სადაც სახეზეა ეკონომიკის გაჯანსაღების ნიშნები. მაგალითად, თვიდან თვემდე მცირდება ეკონომიკური კლების ტემპი, საქართველოს ეკონომიკა, რა თქმა უნდა, წელს კლებადი იქნება, მაგრამ კლების ტემპი იქნება -4% - -5%. იცით ევროპის საშუალო კლების ტემპი? ეს ინქება -10%. მე მინდა განვმარტო კიდევ ერთხელ, რომ ეკონომიკას ურტყამს არა შეზღუდვები, მით უფრო როდესაც შეზღუდვები დროულია, არამედ ვირუსის უკონტროლო გავრცელება, რადგან შეზღუდვების გარეშე, ვირუსის უკონტროლო გავრცელების შემთხვევაში, ეკონომიკა ვერ მუშაობს“ , - განაცხადა ნათია თურნავამ.
ზელენსკი: ჩვენ ფინეთთან მივაღწიეთ შეთანხმებას მისი თანამგზავრული შესაძლებლობების უფრო ფართოდ გამოყენების შესახებ
პოლონეთის 28 ქალაქში აბორტის უფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)