22:51 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-16 16:09:39, 801 ნახვა

კომენტარი
გიორგი გურგულია - გამოძიება მედავება ცოლის შეგინებას, ხელით არ შევხებივარ

მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული მსახიობის, გიორგი გურგულიას თქმით, ცოლს ხელით არასდროს შეხებია და არც მასზე უძალადია.

როგორც გურგულიამ „რუსთავი 2“-თან საუბარში განაცხადა, მისი მეუღლე ნანობს და ამბობს, რომ მეუღლის დაჭერა არ უნდოდა.

„გამოძიება მედავება ცოლის შეგინებას, ხელით არ შევხებივარ. ტელეფონი გამოვართვი ჩემი ნაჩუქარი და მიჩივლა მაგაზე, ეგ იყო მიზეზი და გამწარებულზე რაღაც სისულელე დაწერა რასაც ნანობს ახლა, ცხოვრებაში არ შევხებივარ ქალს ხელით, კინოშიც არ შევხებივარ ქალს. იქ ესწრებოდა მეზობლებიც, ჩემი მეგობარიც და ასე შემდეგ. არაფერი კონფლიქტი არ ყოფილა. მეხვეწება და ამათ ეხვეწება, რომ არ მინდოდაო ჩემი ქმარი დაეჭირათო, მინდოდაო, გამემწარებინაო, უბრალოდ“, - აცხადებს გიორგი გურგულია.

შეგახსენებთ, რომ მსახიობ გიორგი გურგულიას მეუღლე ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს. საქმეზე გამოძიება სსსკ-ის 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ჩვენ ფინეთთან მივაღწიეთ შეთანხმებას მისი თანამგზავრული შესაძლებლობების უფრო ფართოდ გამოყენების შესახებ
პოლონეთის 28 ქალაქში აბორტის უფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics