02:19 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-11 12:16:46, 1941 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ხახუბია : ახალგაზრდებზე და მათ განათლებაზე ზრუნვა ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტია

ფოთის,ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ხობის ცენტრალურ პარკში პირველკურსელებს შეხვდა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღწეეული წარმატება მიულოცა.

"ახალგაზრდებთან შეხვედრისას ყოველთვის განსაკუთრებული ემოცია მეუფლება, მიყვარს მათთან ლაპარაკი და მათი ანთებული თვალების ყურება. ეს მაძლევს ძალას და მოტივაციას, განსაკუთრებული შემართებით ვაკეთო ის საქმე, რაც მათთვის ყველაზე აქტუალური და პრიორიტეტულია. მინდა, რომ ისინი მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები სახელმწიფოს შენების პროცესში, რადგან მათი ძალა, მიზანსწრაფულობა და მოტივაცია დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას.ახალგაზრდებზე და მათ განათლებაზე ზრუნვა ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტია, რადგან მხოლოდ ჭეშმარიტად განათლებულ საზოგადოებას შეუძლია ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევა და განვითარებისა და წინსვლის უზრუნველყოფა. ჩვენი ხელისუფლების პერიოდში საგანმანათლებლო სფეროში ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა, სახელმწიფო უნივერსიტეტებს უფასო ფაკულტეტები დაემატა, ასევე, ხელმისაწვდომია პროფესიული განათლების პროგრამები სრული სახელმწიფო დაფინანსებით”,-განაცხადა კანდიდატმა.

ირკალი ხახუბიამ ახალგაზრდებს ფოთში ახალი საზღვაო აკადემიის მშენებლობის მნიშვნელობაზე ესაუბრა, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს , მიიღონ საერთაშორისოდ მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი სპეციალობა და ემსახურონ ჩვენს ქვეყანას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics