05:31 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-10 20:45:29, 2974 ნახვა

პოლიტიკა
სპორტიდან პოლიტიკაში - დავით კაჭარავა და ვიქტორ სანიკიძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არიან

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ყოფილი წევრი ვიქტორ სანიკიძე და რაგბის ნაკრების ყოფილი წევრი, დავით კაჭარავა მოხვდნენ.

მმართველმა გუნდმა საარჩევნო სიის პირველი ოცეული დღეს, მთაწმინდის პარკში გამართულ პრეზენტაციაზე წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ დავით კაჭარავამ კარიერა ორი დღის წინ დაასრულა, ის საქართველოს რაგბის ნაკრების რეკორდსმენია ჩატარებული მატჩების მიხედვით.

საქართველოს ნაკრებში  2006 წლიდან დღემდე 122 თამაში ჩაატარა და 25 ლელო გაიტანა.

მას ოთხ მსოფლიო თასზე (2007, 2011, 2015, 2019) აქვს ნათამაშები. დათოს ბორჯღალოსნებთან ერთად 11-ჯერ აქვს მოგებული რაგბი ევროპის ჩემპიონატი.

ბოლო სანაკრებო მატჩი მან 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics