|
2020-09-10 20:16:48, 2107 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი - ამ გუნდში არიან ადამიანები, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს, რომ ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი მზად არიან გაუმკლავდნენ საქმეს
„ამ გუნდში არიან ადამიანები, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს, რომ ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი მზად არიან გაუმკლავდნენ საქმეს“ , - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ შეფასება და კრიტიკა მარტივია, რადგან მაგ დროს არ გაგაჩნია პასუხისმგებლობა. „მადლობა ყველას ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელსა ვგრძნობდი მუდამ და ამ ნდობას მე და ჩემი გუნდის ვაფასებთ და ძალიან ვუფრთხილდებით. სწორედ ეს ნდობა გვაიმედებს, რომ თქვენთან ერთად ქვეყანას წავიყვანთ წინ განვითარებისკენ და წარმატებისკენ. „ქართულ ოცნებას“ ამის ნება და რესურსი აქვს, პარტიის შექმნაც ამას ეფუძვნებოდა, რომ საქართველო იყოს ევროპული ქვეყანა, სადაც ყველას შეუძლია საკუთარი შრომით ოჯახის რჩენა, სადაც ადამიანი და მისი ღირსება არის დაცული, სადაც მშვიდობა, სტაბილურობა გარანტირებულია, სადაც სუსტს ეხმარებიან, ნიჭს ახალისებენ, თავდებას აფასებენ და მომავალზე ზრუნავენ და სადაც ხელისუფლება ხალხის სამსახურშია და არა პირიქით. ჩვენი პარტია ამ გზას ადგას და პირობას ვდებ, რომ ისევ ამ გზით იმუშავებს, იმუშავებს ქვეყნის წინსვლაზე, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი, თითოეული თქვენაგი იყოს უკეთესად ვიდრე გუშინ იყო და ქვეყანა იყოს უკეთესი ვიდრე გუშინ იყო. ქვეყანა უფრო ახლოს იყოს განვითარებასთან, ევროპასთან და ნატოსთან. კიდევ უფრო მეტად იყოს დაცული ადამიანების უფლებები. ჩვენ უნდა შევძლოთ გაჭივრებული ადამიანების დახმარება, რომ აღარ გვყავდეს სოციალურად დაუცველი მოქალაქე, ჩვენ ამას შევძლებთ და ამის რწმენას გვაძლევს პროფესიონალთა ის გუნდი, რომელიც დღეს აქ არის. თითოეული მათგანი მზადაა ემსახუროს ხალხსა და ქვეყანას. ამ გუნდში არიან ადამიანები, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს, რომ ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი მზად არიან გაუმკლავდნენ საქმეს. დარჩნენ იდეისა და საქმის ერთგული. ყველამ ვისაც საქმე უკეთებია იცის შრომის ფასი და რა რთულია შედეგის მიღწევა, მარტია მხოლოდ შეფასება და კრიტიკა. ამ დროს არაფერზე პასუხისმგებლობა არ გაგაჩნია. საბედნიეროდ ხალხი ბრძენია და ყველაფერს ხედავს, ჩვენ უკვე გავაკეთეთ ისეთი მასშტაბური პროექტები, რომლების განხორციელებაც არავის სჯეროდა. „ქართული ოცნება“ კვლავ გააგრძელებს გზები, ხიდების, გვირაბების, სკოლებისა და ბაღების მშენებლობას, ქართული სოფლის მხარდაჭერას და ადამიანებზე ზრუნვას“ , - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)