|
2020-09-10 10:40:24, 2357 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ ბიზნეს აპი ანგარიშებს შორის გადართვის ფუნქციით
„თიბისის“ ბიზნეს აპი ბიზნესების მხარდასაჭერად და მათთვის ფინანსების ეფექტიანად და სწრაფად მართვის უზრუნველსაყოფად შეიქმნა. ბიზნეს აპს ამ ეტაპზე სამი მნიშვნელოვანი ახალი ფუნქცია აქვს. ესენია: ერთი დიჯიპასით მრავალი დავალების დადასტურება, რომელიც ფინანსურ ოპერაციებს ბევრად უფრო ამარტივებს და სწრაფს ხდის; IBAN სკანერი, რომელიც თანხის გადარიცხვის ფუნქციაშია ჩაშენებული და მობილურის კამერით მრავალციფრიანი ანგარიშის ნომერს კითხულობს და რამდენიმე ბიზნესანგარიშს შორის გადართვის ფუნქცია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, აპლიკაციის ერთი ანგარიშიდან გამოსვლის და ხელახალი ავტორიზების გარეშე გადაინაცვლოს მეორე ანგარიშზე. სასტუმრო კომპლექს „ვილა მოსავალის“ მთავარი მეღვინე გიორგი შეყრილაძე ამბობს, რომ მისი საქმიანობიდან გამომდინარე, თითქმის საერთოდ არა აქვს თავისუფალი დრო. შესაბამისად, ყოველდღიურ საქმიანობაში ციფრული მობილური მომსახურება მას დიდ დახმარებას უწევს. "ყველა გადახდა თუ სხვა ფინანსური გადაწყვეტილების გადაჭრა რამდენიმე მარტივი მოძრაობით ხდება. აღარ მიწევს მოვწყდე საქმეს, წავიდე ბანკში და ფინანსური საკითხები სამსახურიდან მოშორებით მოვაგვარო", — ამბობს ის. ბიზნეს ანგარიშებს შორის გადართვის ფუნქციას გიორგი ძალიან საინტერესოს და მისთვის მნიშვნელოვანს უწოდებს; ამბობს, რომ ის მომავალში კიდევ უფრო გაუმარტივებს ფინანსური ოპერაციების განხორციელებას და მეტ დროს დაუზოგავს თავისი საქმიანობისთვის. ბიზნეს აპის შექმნის მთავარი მიზანია, მომხმარებლებისთვის აპლიკაცია ფინანსური ინფორმაციის სწრაფად და ლაკონიურად მიწოდების ინსტრუმენტი გახდეს. სამომავლოდ კი, კომპანიების მმართველები მისი დახმარებით სწრაფად შეასრულებენ სხვადასხვა დავალებას, გაეცნობიან კომპანიაში არსებულ ფინანსურ ვითარებას და წვდომა ექნებათ ზოგად ფინანსურ ანალიტიკურ მონაცემებთან.
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)