21:54 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-09 11:13:08, 2814 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კიდევ ერთი საწარმო ფართოვდება, რაც ნიშნავს ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას, მეტ დასაქმებასა და ინვესტიციას

მომავალში და, განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში,  ჩვენ ვააქტიურებთ პროგრამას „აწარმოე საქართველოში"  და უფრო მეტად დავეხმარებით ქართულ წარმოებას და ქართულ ბიზნესს. ქართული წარმოება არის ძალიან კონკურენტუნარიანი, რადგან პანდემიის პერიოდშიც კი აჩვენებს პოზიტიურ დინამიკას", - ამის შესახებ ნათია თურნავამ კომპანია „მეგადორსის" საწარმოში ვიზიტისას განაცხადა, რომელიც საქმიანობას  აფართოებს და ავეჯის წარმოებას გეგმავს.

კომპანია პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარია, რომელმაც გაფართოების მიზნით, ცოტა ხნის წინ სესხის თანადაფინანსების კომპონენტით ისარგებლა და ავეჯის წარმოების დაწყებასა და შოურუმის მოწყობას  გეგმავს.

„მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად, კომპანიამ სწორედ პანდემიის პერიოდში, მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენი მხარდაჭერით წარმოება გააფართოვოს. ამ ეტაპზე „მეგადორსი"  კარების წარმოებითაა დაკავებული, თუმცა ახლა  ავეჯის წარმოებას აამოქმედებენ. მთლიანობაში, ეს ნიშნავს 90-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას, ეს ნიშნავს მნიშვნელოვან ინვესტიციებს პანდემიის პერიოდში, ეს ნიშნავს ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას, რითიც ჩვენი ეკონომიკა ამაყობს და ეს არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში," რომელიც 2014 წლიდან მოქმედებს და ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია იარაღია, ძალიან წარმატებით ასრულებს ფუნქციას - უკვე 600-ზე მეტი სხვადასხვა საწარმო და სასტუმროა მხარდაჭერილი, 6000-ზე მეტი მიკროგრანტია ოჯახებზე გაცემული მიკროსამეწარმეო საქმიანობისთვის და, ჯამში,  შექმნილია 34 000 ახალი სამუშაო ადგილი.

რაც შეეხება  „მეგადორსს," რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარია, კომპანიამ პროგრამის ფარგლებში ცოტა ხნის წინ სესხის თანადაფინანსების კომპონენტით ისარგებლა და შედეგად, ავეჯის საწარომოსა და შოურუმის მოწყობას გეგმავს.

დამტკიცებული კრედიტის ფარგლებში „მეგადორსი" დამატებით 6 მილიონამდე ლარის ინვესტიციას განახორციელებს. პირველ ეტაპზე, საწარმოში სულ მცირე 22 ადამიანი დასაქმდება, თუმცა პროდუქციის წარმოების ზრდასთან ერთად, კომპანია დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდასაც გეგმავს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics