|
2020-09-07 18:09:08, 3007 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კანდელაკი მთავრობას დისკრიმინაციული კარანტინის გაუქმებისაკენ და რეგულარული ფრენების აღდგენისაკენ მოუწოდებს
„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი, მთავრობას დისკრიმინაციული კარანტინის გაუქმებისაკენ და რეგულარული ფრენების აღდგენისაკენ მოუწოდებს. კანდელაკის თქმით, კარანტინის დღეების შემცირება საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგია, რის გამოც მოუწოდებს მთავრობას, გააუქმოს ქვეყანაში არსებული კარანტინის წესი. გიორგი კანდელაკი ფრენების თემასაც შეეხო. მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტმა მრავალ ოჯახს ფინანსური სტაბილურობა შესძინა, თუმცა დღეს ამ ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა. კანდელაკმა მთავრობას მოუწოდა აღდგეს „ვიზეარის“ რეგუალრული ფრენები უსაფრთო ქვეყნების სიაში მყოფ სახელმწიფოებთან და მიეცეს სხვა დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს ფრენების საშუალება. კანდელაკმა ასევე მთავრობას მოუწოდა, უსაფრთხო ქვეყნების სიაში ის სახელმწიფოებიც შევიდნენ, რომლებსაც კარგი ეპიდსიტუაცია აქვთ. „მინდა გამოვეხმაური მთავრობის გადაწყვეტილებას კარანტინის 8 დღემდე შემცირების შესახებ, ეს გადაწყვეტრილება არის საზოგადოების აქტიურობის და ზეწოლის შედეგი და აჩვენებს, რომ ამ 14 დღიან კარანტინს თავიდანვე არ გააჩნდა რაიმე მეცნიერული საფუძველი და იყო მხოლოდ და მხოლოდ ფულის კეთების წყარო სასტუმროებთან ძალიან გაუმჭირვალე და საეჭვო კონტრაქტების დადებით. ამავე დროს, მოვუწოდებთ მთავრობას, რომ უსაფრთხო ქვეყნებიდან მომავალი ჩვენი მოქალაქეებისათვის დისკრიმინაციული კარანტინი, თუმდაც 8 დღიანი, გააქმოს, რადგან დისკრიმინაცია არის დაუშვებელი. თუკი საქართველოს მოქალაქე მოდის იმ ქვეყნიდან , რომელიც საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა უსაფრთხო ქვეყნად, ასეთი ადამიანი, თუმდაც 8 დღიან კარანტინში, არ უნდა წავიყვანოთ. ამავე დროს, მოვუწოდებ მთავრობას, კიდევ ერთხელ, შეიტანოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში კარგი ეპიდსუტუაციის მქონე სახელმწიფოები, როგორებიცაა საბერძნეთი, პოლონეთი, ავსტრია. საბერძნეთს აქვს 5-ჯერ უკეთესი ეპიდსიტუაცია ვიდრე საფრანგეთს, თუმცა საბერძნეთი არ შეყავს საქართველოს მთავრობას უსაფრთხო ქვეყნების სიაში. ეს ქმნის ეჭვს, რომ საქართველოს მთავრობას იმიტომ არ შეყავს საბერძნეთი უსაფრთხო ქვეყნების სიაში რომ იქ ძალინ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს, რომლებიც კრიზისის ფონზე, შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდნენ. რეალურად, საუბარია რამდენიმე ათეულ ათას ჩვენ მოქალაქეზე, რომლებსაც შეიძლება ახლა გაუჩნდეთ საჭიროება ქვეყანაში დაბრუნების. ასევე, მოვუწოდებ მთავრობას, ევროპული საქართველოს სახელით, დაუყონებლივ აღადგინოს რეგულარული ფრენები, პირველ რიგში კი ვიზეარი, მის მიერვე გამოცხადებულ უსაფრთხო ქვეყნებში, იმ პირობით, რომ ზემოთხსენებული ქვეყნები შევლენ ჩვენ მიერ გამოცხადებულ უსაფრთო ქვეყნების სიაში. ვიზეარის აკრძალვამ უმძიმეს მდგომარეობასი ჩააყენა პირველ რიგში ქუთაისი, რადგან ქუთაისის აეროპორტი არის ფაქტიურად დაკეტილი და მრავალი ოჯახი, რომელსაც კრედიტი ჰქონდა აღებული და წელში გაიმართა ქუთაისის აეროპორტის არსებობის გამო, ახლა აღმოჩნდა ფინანსური კატასტროფის წინაშე. ამრიგად, შეიყვანის მთავრობამ უსაფრხო ქვეყნების სიაში კარგი ეპიდსიტუაციის მქონე ქვეყნები, გააუქმოს დისკრიმინაციული კარანტინი და აღადგინოს რეგულარული ფრენები იმ ქვეყნებთან, რომლებიც შედიან ჩვენი მთავრობის მიერ გამოცხადებულ უსაფრთხო ქვეყნების სიაში“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)