05:21 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-07 14:04:34, 2981 ნახვა

პოლიტიკა
იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს განვითარებაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე

ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, საარჩევნო  კამპანიის ფარგლებში,  ხის დამამუშავებელი ქარხნის - შპს  "სიარპი ვუდის" პერსონალს შეხვდა.

შეხვედრაზე იოსებ ხახალეიშვილმა იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელთა განვითარებასა და ხელშეწყობაზე მერობის შემთხვევაში განსაკუთრებულ აქცენტებს გააკეთებს.

„ჩვენი გუნდის ეკონომიკური პოლიტიკის ამოსავალი არის ბიზნესის თავისუფლება, ბიზნესთან აქტიური დიალოგი და მისთვის პროგნოზირებადი გარემოს უზრუნველყოფა. აუცილებელია შეიქმნას „თამაშის" სამართლიანი წესები,

შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მიეცეს შესაძლებლობა კერძო სექტორს, მოიპოვოს კონკურენტული წვდომა მსოფლიო ბაზრებზე.  ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, სადაც კერძო სექტორი არის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ჩვენი  ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებაზე, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომ განვითარებაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე და ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებაზე.

ქუთაისური ავეჯი წლების წინ ცნობილი გახლდათ მაღალი ხარისხით და ექსპორტზეც დიდი მოთხოვნით გამოირჩეოდა. მერობის შემთხვევაში, ვგეგმავ მაქსიმალურად შევუწყო ხელი ქუთაისის ხის დამამუშავებელი საწარმოების განვითარებას, რათა ქუთაისურმა პროდუქციამ ისევ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი  მსოფლიო ბაზარზე“,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

დღესვე, 15:30 საათზე, ქუთაისის მერობის კანდიდატი შპს "ათინათის"  პერსონალს შეხვდება, 17:30 საათზე მე-11 საჯარო სკოლასთან, მოსახლეობასთან გამართავს შეხვედრას, 19:00 საათზე კი მოსახლეობას  ბუხაიძის სკვერში შეხვდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics