|
2020-08-31 14:20:34, 1544 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარიას განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების საკითხის გამოძიებაზე პროკურატურამ უარი თქვა და აუდიტის სამსახურს მიმართა
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსების გამოძიებაზე პროკურატურამ უარი განაცხადა და აუდიტის სამსახურს მიმართა. ხოშტარიას განცხადებით, საგანგაშოა სახელმწიფოს რეაქცია, რომელიც ფაქტებში სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემას ვერ ხედავს. „საზოგადოებას შევახსენებ, რომ 25 აგვისტოს ანტიპუტინისტური არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე, სადაც ძალიან სარწმუნო ინფორმაცია აქვთ მოყვანილი პატრიოტთ ალიანსის პირდაპირი კავშირის შესახებ კრემლთან, კონკრეტული ფინანსური ცხრილების გამოყენებით, კონკრეტული ინსტრუქციების გამოქვეყნებით, ამის საფუძველზე მე მივმართე საქართველოს პროკურატურას, რადგან ეს ქმედებები წარმოადგენს პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულს და ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. დღეს მინდა საზოგადოებას გავაცნო პროკურატურის ფორმალური და აბსოლუტრად უპასუხისმგებლო პასუხის შესახებ, სადაც ისინი საუბრობენ, რომ თურმე გამოძიების საფუძველი არ არსებობს და მიმართეს მხოლოდ აუდიტის სამსახურს, თითქოს ეს არის ჩვეულებრივი საქმე, სადაც უნდა გაერკვიონ სისწორეში და გამჭირვალეობაში ფინანსური საკითხების. დოსიეში მოყვანილია კონკრეტული თანხები, ცხრილები და ინსტრუქციები, რომელსაც მტრული სახელმწიფო, რუსეთი, პირდაპირ კრემლთან დაახლოებული პირები აძლევენ საქართველოში, არჩევნებში მონაწილე, პატრიოტთა ალიანსს. გარდა ამისა, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არის არამარტო ინსტურქცია, არამედ ჩვენ უკვე ვხედავთ, როგორც ბოლო პერიოდის განმავლობაში, ისე კონკრეტულად ამ წინასაარჩევნო პერიოდში, პატრიოტთა ალიანსის მხრიდან ამ დავალებების შესრულების ფაქტებს. ჩვენ ვნახეთ ბათუმში, კონკრეტული პროვოკაციული, შუღლის გაღვივების მცდელობა, როდესაც აჭარა თითქოს ოკუპირებული ტერიტორიაა. ეს ანტითურქული განწყობების ხელოვნურად გაღვივების მცდელობაა, რომელიც წარმოადგენ პირდაპირ კრემლის ინსტრუქციებს პატრიოტთა ალიანსის მიმართ. აქ სიახლე არც რუსული პროპაგანდაა, არც ის, რომ რუსეთი ცდილობს არჩევნებში ჩარევას, და არც ის, რომ პატრიოთა ალიანსი პრო-რუსული, სახელმწიფოს მიმართ მტრული ძალაა. აქ საგანგაშოა ქართული სახელმწიფოს რეაქცია, რომელიც ამ ფაქტებში ვერ ხედავს ვერანაირ პრობლემას ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ სუს-ს, პროკურატურას, ყველა იმ უწყებას, რომესაც ევალება, ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი მოქალაქეები დაიცვან რუსული, მტრული პოლიტიკისგან, სერიოზულად მიუდგნენ ამ საკითხს, გამოიძიონ ეროვნული უსაფრთხოების საკითხი და არ მიცენ რუსეთს საშუალება, ასე ღიად ჩაერიონ ჩვენ წინა საარჩევნო პერიოში. ამ შემთხვევაში, მთლიანი პასუხისმგებლობა, რუსული ინტერესების გატარებისა საქართველოში, ეკისრება ქართულ ოცნებას”, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)