21:52 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-30 12:35:49, 3558 ნახვა

პოლიტიკა
რესან კონცელიძე - მზად ვარ, ვემსახურო ბათუმს, თითოეული ბათუმელი ახალგაზრდის, პენსიონერის, ვეტერანის, სოციალური მუშაკის, პედაგოგის, მეწარმის უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნისთვის

„მზად ვარ, ვემსახურო  ბათუმს, თითოეული ბათუმელი ახალგაზრდის, პენსიონერის, ვეტერანის, სოციალური მუშაკის, პედაგოგის, მეწარმის უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნისთვის“ , - ამის შესახებ რესან კონცელიძემ განაცხადა.

“მოგესალმებით ჩემო ბათუმელებო,  პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, გენერალურო მდივანო, აჭარის მთავრობის თავმჯდომარევ, ძვირფასო ბათუმელებო

უპირველეს ყოვლისა, უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს აქ მობრძანებისა და დაფასებისთვის. ასევე, გულწრფელი მადლიერება მინდა  გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ნდობა გამომიცხადა და  მომცა შესაძლებლობა თქვენს წინაშე  წარვმდგარიყავი.

დღეს, აქ  ჩემი ქვეყნის, ჩემი კუთხისა და  ქალაქის სიყვარულმა მომიყვანა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ბათუმელს, მიუხედავად პოლიტიკური თუ რელიგიური მრწამსისა,  უყვარს თავისი ქალაქი და უნდა, რომ ამ ქალაქში ცხოვრება იყოს უკეთესი, ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებული თანაცხოვრებისა და ღირსების წესების შესაბამისად.

მიუხედავად დადებითი  ტენდენციებისა,  ჩვენი  ქალაქი ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ თქვენთან ერთად, თქვენი თანადგომით, დავძლევთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ჩვენნი თანაქალაქელების წინაშეა და შევძლებთ მის გადალახვას, თითოეული თქვენგანის ხმას მივაწვდენ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს. გამარჯვება გარდაუვალია, როდესაც ემსახურები სიმართლეს, აკეთებ საჭირო საქმეს და გესმის შენი ხალხის ხმა.

მზად ვარ, ვემსახურო  ბათუმს, თითოეული ბათუმელი ახალგაზრდის, პენსიონერის, ვეტერანის, სოციალური მუშაკის, პედაგოგის, მეწარმის უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნისთვის.

მადლობა ყველას, ვინც ნდობას მიცხადებს ამ მეტად რთულ და საპასუხისმგებლო გზაზე.  ჩვენ ერთად შევქმნით ბათუმის  წარმატებულ მომავალს.  ერთად საქართველოს წარმატებისთვის, ერთად ბათუმის წარმატებისთვის.” , - განაცხადა რესან კონცელიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics