2020-08-21 15:29:04, 2200 ნახვა
მსოფლიო
ექიმმა ალექსეი ნავალნის პირველადი დიაგნოზი დაასახელა
ალექსეი ნავალნის პირველადი დიაგნოზი ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა, რამაც გამოიწვია სისხლში შაქრის მკვეთრი ვარდნა, - ამის შესახებ ომსკის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, ალექსანდრ მურახოვსკიმ განაცხადა.
"გუშინ ჩავატარეთ მასალების მასალების ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური შესწავლა. დღევანდელი დღის მონაცემებით, მე შემიძლია გითხრათ, რომ ოქსიბუტირატი ან ბარბიტურატი არ არის აღმოჩენილი", - აღნიშნა ექიმმა.
მისივე თქმით, ექიმები განაგრძობენ გამოკვლევას. უკვე დადგენილია, რომ პაციენტს არ ჰქონდა ინსულტი, ინფარქტი ან ინფექციური დაავადებები, მათ შორის, კორონავირუსი.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან