|
2015-09-10 15:59:45, 842 ნახვა
ეკონომიკა
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე კრინიცაში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე დღეს, პოლონეთის ქალაქ კრინიცაში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. ირაკლი ქაშიბაძემ მონაწილეობა მიიღო პლენარულ სესიაზე " ევროპისა და აზიის ტექნოლოგიური სააგენტოები - თანამშრომლობა ინოვაციებისთვის." თავის გამოსვლაში სააგენტოს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობაში ინოვაციების წახალისების განსაკუთრებულ როლს და გამოხატა მზაობა თანამშრომლობისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებისთვის. ირაკლი ქაშიბაძის თქმით, უმნიშვნელოვანესია, საქართველოს შესახებ ინფორმაცია ევროპაში ისეთი საერთაშორისო დონის ფორუმებიდან და ტრიბუნებიდან ისმოდეს, როგორიც კრინიცას 25-ე ეკონომიკური ფორუმია. კრინიცას 25ე ეკონომიკური ფორუმი პოლონეთის ქალაქში ყოველწლიურად იმართება. წელს რიგით 25-ე კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც მსოფლიოს 60 ქვეყნიდან 3000-ზე მეტი სტუმარი - პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ლიდერები მონაწილეობდნენ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)