|
2020-08-14 21:20:32, 911 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ერთადერთი ადამიანი და მისი გუნდი, რომელიც განაპირობებს მშვიდობას და სტაბილურობას, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება
„ერთადერთი ადამიანი და მისი გუნდი, რომელიც განაპირობებს მშვიდობას და სტაბილურობას, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დედოფლისწყაროში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე განაცხადა. მისი თქმით, თავისუფლება არის ის მთავარი მონაპოვარი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მის გუნდთან ერთად მოუტანა ქართველ ხალხს. „მთავარი მონაპოვარი ჩვენთვის არის თავისუფლება, მშვიდობა და სტაბილურობა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. ეს არის ის მყარი საფუძველი, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი განვითარება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არსებული პრობლემების მიუხედავად, 2020 წლის არჩევნებზე საერთო ამოცანა, სწორედ, ამ მთავარი მონაპოვარის გამყარებაა. „ჩვენ ვიცით, რომ უამრავი პრობლემა არსებობს და არსებობდა ჯერ კიდევ ჩვენს ქვეყანაში, იქნება ეს გზა, ინფრასტრუქტურა, განათლება, უმუშევრობა, სიღარიბე, წყალი, რომელიც ყველგან არ არის, რომელიც ბევრ მუნიციპალიტეტში დღემდე არის გადაუჭრელი პრობლემაა. შესაბამისად, ჩვენი საერთო ამოცანა არის ის, რომ ის მთავარი მონაპოვარი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ, გამყარდეს 2020 წლის არჩევნებზე. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ძლიერად, უნდა გაიმარჯვოს ჩვენმა კანდიდატმა დათო სონღულაშვილმა და ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის შენება. არ უნდა დავუშვათ არავითარი რყევა. საკმარისია ის, რაც დავუშვით. დავუშვით განსაცდელი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში დატრიალდა ჩვენს ქვეყანაში. დავუშვით უამრავი შუღლი, ურთიერთბრალდებები, განხეთქილება, ერთმანეთის კვლა, უამრავი კონფლიქტი, სამოქალაქო დაპირისპირება. ერთადერთი, კიდევ ვიმეორებ, ადამიანი და მისი გუნდი, რომელიც ამ ყველაფერს განაპირობებს - მშვიდობას, სტაბილურობას, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
PLUS-ის დაბადების დღისთვის მზადება დაიწყო - იშოპინგეთ Extra -ზე და დააგროვეთ მეტი PLUS და MR ქულა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)