|
2015-09-10 10:38:32, 705 ნახვა
ეკონომიკა
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე პოლონეთში რიგით 25-ე ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
8-10 სექტემბერს პოლონეთში რიგით 25-ე ეკონომიკური ფორუმი იმართება. როგორც „ექსპრესნიუსს“ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, ფორუმში მონაწილეობას იღებს 3000-ზე მეტი სტუმარი 60 ქვეყნიდან - პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ლიდერები ევროპიდან, აზიასა და ამერიკიდან. 10 სექტემბერს, 12:40 სთ-ზე ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოდან სიტყვით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე წარსდგება. ირაკლი ქაშიბაძე მონაწილეობას იღებს პლენარულ სესიაზე “ ევროპისა და აზიის ტექნოლოგიური სააგენტოები - თანამშრომლობა ინოვაციებისათვის“ სლოვაკეთის, ჩეხეთის, გერმანიის წარმომადგენლებთან ერთად . კრინიცას 25-ე ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიურად ტარდება პოლონეთის ქალაქ კრინიცაში. წელს რიგით 25-ე კონფერენცია გაიმართა. ეკონომიკურ ფორუმს ყოველწლიურად 2500-3000 მონაწილე ჰყავს, ეკონომიკის და საზოგადოებრივი ლიდერების სახით. ფორუმს მასშტაბურ გაშუქებას მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 500 ჟურნალისტი უზრუნველყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)