03:38 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-08 18:08:29, 791 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკისა“და ებრაული ჯგუფის დაფინანსებით, თბილისში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „რიქსოს თბილისი“ აშენდება

„საქართველოს ბანკმა“და კომპანია „სითი ემმმა“ საქართველოში 5-ვარსკვლავიანი უმაღლესი კლასის სასტუმროს– „რიქსოს თბილისის“ბოლო ეტაპის მოპირკეთების და მოწყობის მიზნით 12 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. 

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, „რიქსოს თბილისი“, რომლის ბიუჯეტი 35 მილიონი დოლარია, გუდიაშვილის ქ. №3-შიგანთავსდება, სადაც 150 სასტუმრო ოთახი იქნება, მათ შორის, 32 ფეშენებელური ლუქსი და 500 კვ.მ-ის ფართობის საპრეზიდენტო აპარტამენტი პანორამული ლიფტით. სასტუმროში ასევე განთავსდება: საცურაოაუზი, 500 კვ.მ-ზე მოწყობილი აზიური სპა, სამი კაფე-ბარი და რესტორანი, მათ შორის, პანორამული „სქაი ბარი“, 5 საკონფერენციო დარბაზი და 1000 კვ.მ ფართობის ფოიე, რომელიც გადაიქცევა ბიზნესშეხვედრების სივრცედაც.

5-ვარსკვლავიანი სასტუმროს –„რიქსოს თბილისის“– მთავარი მისაღების ინტერიერზე ებრაელი, თურქი და იტალიელი ცნობილი დიზაინერები მუშაობენ. ასევე სპეციალურად „რიქსოს თბილისის“ მთავარი მისაღებისთვის კომპანია „ლასვიტის“ წამყვანი დიზაინერები ამზადებენ ექსკლუზიურ ჭაღს.
მნიშვნელოვანია, რომ სასტუმროს შენობაში განთავსდება მუზეუმიც, რაც სასტუმროს კიდევ უფრო მეტ კულტურულ ღირებულებას შემატებს. 

„რიქსოს თბილისის“ მშენებლობა,ძირითადად, მიმდინარეობს დახურულ და დაცულ სივრცეში, რადგან მინიმალური დისკომფორტი შეექმნას გარშემო მაცხოვრებლებს. სასტუმროს მომსახურე პერსონალის მზადება უკვე დაწყებულია. ამჟამად მშენებლობაზე 60ადამიანია დასაქმებული, ხოლო პროექტის დასრულებისას სასტუმროში დასაქმდება 150 თანამშრომელი. სასტუმრო „რიქსოს თბილისის“გახსნა 2016 წლის ბოლოსკენ იგეგმება.

„საქართველოს ბანკმა“, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, ქვეყანაში პირველმა დაიწყო სასტუმროების სექტორის დაფინანსება. 2015წლის 31 ივნისის მდგომარეობით, სასტუმროების სექტორზე გაცემული დაფინანსების პორტფელმა 109,435,404 მლნ ლარი შეადგინა.

"საქართველოს ბანკი, როგორც წამყვანი კომერციული ბანკი, აგრძელებს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას და დღევანდელი დღე ამის ნათელი მაგალითია.ჩვენ მოხარული ვართ, რომ ვმონაწილეობთ „რიქსოს თბილისის“ პროექტის დაფინანსებაში.საქართელოს ბანკი იყო პირველი, რომელმაც აქტიურად დაიწყო სასტუმრო სექტორის დაფინანსება, რომელიც ჩვენი აზრით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ეთი მნიშვნელოვანი დარგია. გვაქვს დაფინანსებული საკმაოდ დიდი რაოდენობით მსხვილი საშუალო ზომის პროექტები ამ სფეროში.მოხარული ვართ, რომ მონაწილეობას ვღებულობთ ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგების დაფინანსებაში, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და დასაქმების ზრდის ხელშეწყობას",-განაცხადა "საქართველოს ბანკის" კორპორატიული დეპარტამენტის დირექტორმა ვასილ ხოდელმა.

„საქართველოს ბანკი“ ქვეყნის წამყვანი ბანკია მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი: 36.9%), მთლიანი სესხებისა (საბაზრო წილი: 34.7%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 32.5%) მიხედვით (2015 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე; მოიცავს „პრივატბანკის“ საბაზრო წილსაც). „საქართველოს ბანკი“ მის კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, დაგროვილი ქონების მართვის, საბროკერო, ასევე სადაზღვევო და ჯანდაცვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2015 წლის 31 მარტის მდგომარეობით, „საქართველოს ბანკი“ ემსახურებოდა დაახლოებით 1.5 მილიონი კლიენტის ანგარიშს 219 სერვისცენტრის, 554 ბანკომატისა და 2,245 თვითმომსახურების ტერმინალისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge

„რიქსოსი“ უმაღლესი სერვისის და ე.წ ლაქშერი სტანდარტის სასტუმროების საერთაშორისო ბრენდია. „რიქსოსი“ ბოლო წლებია შემოვიდა რეგიონში და აპირებს გაფართოვებას ევროპასა და ამერიკაში. „რიქსოსის“ მსოფლიო სასტუმროების ქსელს, შეემატება „რიქსოს თბილისი“, რომელიც რეგიონში ერთერთი ყველაზე მაღალი ხარისხის სასტუმრო იქნება.

( R )





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics